ICR-მა სატურნირო ცხრილში პირველობა დაიბრუნა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბრინჯაოს ლიგის მეოთხე ტურის კალენდარული შეხვედრები გაიმართა. დასკვნით მატჩში სატურნირო ცხრილის ლიდერი McGill აუტსაიდერ დიპლომატ ჯორჯიას დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხდა.
ნაბეღლავისა და სახელმწიფო ელექტროსისტემის გუნდებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა. GSE-ს რიგებიდან დუბლით თავი გოგიტა ჩუბინიძემ გამოიჩნა.
დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა m2-სა და საქართველოს ბანკის დაპირისპირება. „ბანკირებმა“ დავით ცხონდიასა და გიორგი ცაგარეიშვილის გოლებით 2:1 იმარჯვეს. მეტოქე გუნდის რიგებიდან სხვაობა მინიმუმამდე ზაზა მასურაშვილმა შეამცირა.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ნიკო ჯალაღანია, m2: „ძალიან კარგი მოწინააღმდეგე გვყავდა. დიდი ხნის გუნდია, რომელიც უფრო ზედა ლიგებშიც თამაშობდა. იდეაში, უფრო ჩვენ წავაგეთ, ვიდრე მათ მოიგეს. 7 მეტრიანი ვერ გამოვიყენეთ, მეკარემ მოიგერია. მცდელობების მიუხედავად მაინც დავმარცხდით. მოწინააღმდეგე გუნდს ვულოცავ გამარჯვებას.“
ბადრი შუბლაძე, საქართველოს ბანკი: „საკმაოდ დაძაბული ბრძოლა იყო. თავიდანვე განწყობილები ვიყავით თამაშისთვის. მოწინააღმდეგე გუნდსაც ვერ დავუკარგავ მონდომებას, ნამდვილად შემართულები იყვნენ. იყო რაღაც გარდამტეხი მომენტები, რამაც განაპირობა ეს შედეგი. სწორი ტაქტიკით მივუდექით. მეტოქის სუსტი პოზიციები გამოვიყენეთ. წელს m2 გაძლიერებულია, ბევრად უკეთესი გუნდია და პლეიოფში უფრო საინტერესო თამაშები გველის.“