ბრინჯაოს ლიგაში მეოთხე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს!

ყველა სიახლე
16 დეკემბერი 2018

ბრინჯაოს ლიგაში მეოთხე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბრინჯაოს ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. კალენდარული ტურის პირველ მატჩში ერთმანეთს ზოომარტი-ფიტნეს სთორი და  აი სი არი დაუპირისპირდნენ. ICR-მა მეტოქეს 3:1 სძლია. გამარჯვებული გუნდიდან დუბლით კოკი ბაქრაძე გამოირჩა, ხოლო ზოომარტის რიგებიდან ერთადერთი გოლი ირაკლი სიხარულიძის ანგარიშზეა. 
ტურის სხვა შეხვედრებში m2 საქართველოს ბანკს, ნაბეღლავი კი სახელმწიფო ელექტროსისტემის გუნდს  დაუპირისპირდება. დასკვნით მატჩში McGill დიპლომატ ჯორჯიას შეხვდება.

დღესვე გაიმართება ვერცხლის ლიგის მესამე ტურის გადადებული შეხვედრა ავერსსა და ევროპაბეთს შორის.



  © SBM, 2016-2024