თელასი სატურნირო ცხრილში გალიდერდა!

ყველა სიახლე
14 დეკემბერი 2018

თელასი სატურნირო ცხრილში გალიდერდა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. V ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. თელასსა და ქუთაისის "მართვეს" შორის გამართული მატჩი „ენერგეტიკოსების“ გამარჯვებით  8:2 დასრულდა. თელასმა თამაშის სტარტზე მოახერხა სწრაფი გოლის გატანა, რის შედეგადაც სტუმრები მთელი თამაშის განმავლობაში მდევრის როლში იყვნენ. თელასის რიგებიდან დუბლით კახა მაისაია და გიორგი სოზაშვილი გამოირჩნენ.

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

კახა მაისაია, თელასი: „პირველ რიგში მინდა ჩემპიონატზე ვთქვა რამდენიმე სიტყვა. შესამჩნევია, რომ ყოველ წელს ვითარდებიან გუნდები და დონე იწევს. შარშანდელი ქუთაისის მართვეც მახსოვს. აშკარაა, რომ ახლა ბევრად უფრო კარგი გუნდია და პროგრესირდებიან. მინდა მადლობა გადავუხადო მათ და ჩემპიონატში მონაწილე სხვა გუნდებსაც,  რადგან ასე შრომობენ. მატჩს რაც შეეხება, ძალიან კარგი შეხვედრა იყო. უბრალოდ ძალიან სწრაფი გოლები გავიტანეთ, რამაც გარდატეხა შეიტანა თამაშში. ერთი მოთამაშეც გვაკლდა, ზურა ლუკავა. ვფიქრობ, რომ წელს საჩემპიონო მარათონში ჩავებმევით და ვეცდებით გავხდეთ ტურნირის გამარჯვებულები.“



  © SBM, 2016-2024