ჩემპიონმა დამაჯერებელი სამი ქულა მოიპოვა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის V ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. ტურის პირველ მატჩში ერთმანეთს TMC თბილისი და BSU დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში მოქმედმა ჩემპიონმა მარტივად დაამარცხა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ანგარიშით 12:0. TMC თბილისის რიგებიდან ჰეთრიკით თავი მალხაზ მურცხვალაძემ და ვახტანგ ჯვარაშვილმა გამოიჩინეს.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
გიორგი ქურდაძე, SBM თბილისი: „გარკვეულწილად ველოდით ასეთ შედეგს. მეტოქეს გათამაშებული კომბინაციების და ბურთის კონტროლის ხარჯზე მოვუგეთ. ამით მოწინააღმდეგეს არ ვაკნინებ, მაგრამ ჩვენთვის რთული მატჩი არ ყოფილა.“
ტურის დარჩენილ შეხვედრებში დინამო თბილისს დაუპირისპირდება. ცენტრალურ მატჩში თელასი მართვეს უმასპინძლებს. სათამოშო დღეს კი კოლხი თსუ-ს დაპირისპირება დაასრულებს.