მეტოქეები ცნობილია - მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს თბილისი უმასპინძლებს!

ყველა სიახლე
12 დეკემბერი 2018

მეტოქეები ცნობილია - მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს თბილისი უმასპინძლებს!
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მეტოქეების ვინაობა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ცნობილია.
 
ავთანდილ ასათიანის  გუნდი მსოფლიო პირველობის  შესარჩევზე  “დ” ჯგუფში იასპარეზებს, სადაც დანიის, გერმანიის და ისრაელის ეროვნულ გუნდებს გაეჯიბრება. 
 
ჯგუფურ ეტაპს თბილისი უმასპინძლებს. მატჩები  29 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
 
შეგახსენებთ, რომ  საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატის მოსამზადებელი პერიოდის  ფარგლებში გერმანიის ეროვნულ გუნდთან, ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ორივე მოიგო.
 
 
 
 


  © SBM, 2016-2024