ფუტსალის ლიგა 2 - თსუ 2-მა და პსპ-მ დაძაბულ ბრძოლაში ქულები გაიყვეს!

ყველა სიახლე
09 დეკემბერი 2018

ფუტსალის ლიგა 2 - თსუ 2-მა და პსპ-მ დაძაბულ ბრძოლაში ქულები გაიყვეს!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სათამაშო დღე ფუტსალის ლიგა 2-ს მესამე ტურის შეხვედრით დასრულდა.  დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში  ერთმანეთს თსუ 2 და პსპ დაუპირისპირდნენ. გუნდები ფრეზე გაიყარნენ  0:0.ამ შედეგით თსუ 2 სატურნირო ცხრილში კვლავ პირველ ადგილზეა.

sbm.ge გთავაზობთ მატჩისშემდგომ კომენტარებს:

ნიკოლოზ კოპლატაძე, პსპ: „დაძაბული თამაში გამოვიდა. ველოდი ასეთ შედეგს. მეტოქე ძლიერი და მომზადებული იყო. სადებიუტო ლიგაში ვთამაშობთ და ცოტა რთულია ახალი სტილის თამაში, მაგრამ ვეჩვევით და ვვარჯიშობთ უკეთესი შედეგის მისაღწევად.“

გიორგი ღავთაძე, თსუ 2: „ძალიან დიდი ხანია ჩვენი მეტოქე გუნდი თამაშობს და შესაბამისად ძლიერი მოწინააღმედეგეა. ორივე კარგი გუნდი ვართ და თანაბრად ვითამაშეთ, ამიტომ ვერ მოხერხდა გოლის გატანა. ჩვენი მიზანი ამ ტურნირში გამარჯვება და სწორი თამაშია.“

 შეგახსენებთ, რომ ფუტსალის ლიგა 2-ს მესამე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა 2 დეკემბერს. ერთმანეთს ილიაუნი და საქართველოს უნივერსიტეტი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა 6:0 ილიაუნის გამარჯვებით დასრულდა.



  © SBM, 2016-2024