ვერცხლის ლიგაში ორხელისუფლებიანობაა!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის მესამე ტურის თამაშებით დასრულდა. ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს კრედო ბანკი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაუპირისპირდნენ. დაძაბულ თამაშში კრედო ბანკმა 4:3 იმარჯვა. მატჩის ბედი ბოლო წამზე გატანილი გოლით ლევან გამხიტაშვილმა გადაწყვიტა.
დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა მატჩი აჭარაბეთსა და კროკობეთს შორის. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ 0:0 დასრულდა. ამ შედეგით აჭარაბეთი და კროკობეთი სატურნირო ცხრილში 7-7 ქულით პირველ-მეორე პოზიციებს იკავებენ.
sbm.ge გთავაზობთ მატჩისშემდგომ კომენტარებს:
ფარნაოზ იორდანიშვილი, კროკობეთი: „მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდია. ფრეც ლოგიკური შედეგია, რადგან თანაბარი თამაში იყო. ზოგ ასპექტში ჩვენ გვქონდა უპირატესობა, ზოგში მათ. სამწუხაროდ ჩემი თანაგუნდელის ტრავმამაც განაპირობა, რომ რაღაც მონაკვეთი ჩავაგდეთ. საბოლოო ჯამში, შესანიშნავი თამაში გამოვიდა.“
დავით თურმანიძე, აჭარაბეთი: „ძალიან დაძაბული და კარგი თამაში იყო. ახალი გუნდი ვართ და ვფიქრობ, რომ ცოტა დალაგება გვაკლია, რაც დღესაც შეეტყო მატჩს. მომავალში საჩემპიონოდაც ვიბრძოლებთ. რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, ძალიან კარგი გუნდია და ვუსურვებ წარმატებებს.“
სათამაშო დღის პირველ მატჩში ერთმანეთს ლიბერთი ბანკი და ენერგო პრო ჯორჯია დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ლიბერთი ბანკის უპირატესობით მიმიდნარეობდა, რაც შედეგზეც აისახა და „ბანკირებმა“ მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.