III ტური ლიბერთი ბანკის სადებიუტო გამარჯვებით დაიწყო!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიური სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წწ სეზონის მორიგ კალენდარული ტურის შეხვედრებს მასპინძლობს.სათამაშო დღის პირველ მატჩში ლიბერთი ბანკი ენერგო პრო ჯორჯიას დაუპირისპირდა. შეხვედრა ლიბერთი ბანკის უპირატესობით მიმიდნარეობდა, რაც შედეგზეც აისახა და „ბანკირებმა“ მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
სათამაშო დღეს სუპერლიგის გუნდები გააგრძელებენ, მორიგ შეხვედრაში, ნატახტარი გლადანს ხვდება, ვითიბი ბანკი საქართველოს ფოსტას, TTC ტვ იმედს, სფფ კი ძალებს პსპ-თან მოსინჯავს.
დღეს, ასევე ოქროს ლიგის ერთი შეხვედრა გაიმართება, შემოსავლების სამსახურის გუნდი საპატრულო პოლიციის გუნდს დაუპირისპირდება, ვერცხლის ლიგის დარჩენილ შეხვედრებში კი კროკობეთი ევროპაბეთს, კრედო ბანკი კი სფფ-ს შეხვდება.
ფუტსალის ლიგა ორის შეხვედრა თსუ 2-სა და პსპ-ს შორის, კალენდარულ ტურს დაასრულებს.