მართვემ პირველი სამი ქულა მოიპოვა!

ყველა სიახლე
08 დეკემბერი 2018

მართვემ პირველი სამი ქულა მოიპოვა!

საქართველოს  ფუტსალის ლიგის 2018/19 წწ სეზონის IV ტური,რომელმაც სტარტი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღო, ქუთაისის  სპორტის  სასახლეში  ადგილობრივი მართვესა და თბილისის დაპირისპირებით დასრულდა.

 დაძაბული და  და  სანახაობრივი  შეხვედრა მასპინძლებმა ანგარიშით  4:1 მოიგეს.

მატჩის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში ფრედ  1:1 დასრულდა,  მეორე  ნახევარში კი მართვემ  უპირატესობის  მოპოვება  შეძლო. შეხვედრაში ორი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით საუკეთესო მართვეს მოთამაშე ლაშა გელოვანი იყო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს

ლაშა გელოვანი, მართვე: "ძალიან რთული თამაში იყო. მართალია ანგარიშით 4:1 დასრულდა შეხვედრა, თუმცა მარტივი მოგება არ ყოფილა. ნელ-ნელა ფორმაში შევდივართ, ახალი გუნდი ვართ ეს მოგება მიმდინარე გათამაშებაში პირველი იყო. მომდევნო მატჩებში იმედი მაქვს ჩვენი გუნდის თამაშს უკეთესი ხარისხი ექნება. ვთვლი, რომ  მეტოქე, მონდომების და ბრძოლის ხარჯზე  დავამარცხეთ. მადლობა მინდა გადავუხადო მეტოქეს და  ჩემს გუნდს."

სათამაშო დღის პირველ  შეხვედრაში ბსუ ბათუმმა თსუ-ს უმასპინძლა, "სტუდენტური დერბი" თსუ-ს გამარჯვებით ანგარიშით  8:2 დასრულდა. ფუტსალის ლიგის მომდევნო ტური 14 დეკემბერს თბილისში გაიმართება!



  © SBM, 2016-2024