"სტუდენტურ დერბიში" თსუ-მ იმარჯვა!

ყველა სიახლე
08 დეკემბერი 2018

საქართველოს  ფუტსალის ლიგის 2018/19 წწ სეზონის  მეოთხე ტური, რომელმაც  სტარტი  თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში აიღო, ქუთაისის  სპორტის  სასახლეში  გაგრძელდა.

სათამაშო დღის პირველ  შეხვედრაში ბსუ ბათუმმა თსუ-ს უმასპინძლა, "სტუდენტური დერბი" თსუ-ს გამარჯვებით ანგარიშით  8:2 დასრულდა.

შეხვედრა პირველივე წუთებიდანვე  „უნივერსიტეტელების“ უპირატესობით მიმდინარეობდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთრიკი  თორნიკე ქართველიშვილი, დუბლი კი გიორგი ჩიმაკაძემ გაიფორმა. 

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს

თორნიკე ქართველიშვილი, თსუ: "დაძაბული შეხვედრა  იყო, ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიშის მიუხედავად  საკმაოდ  რთულ მატჩი გამოვიდა.  პირველი ნახევარი 4:1 მოვიგეთ. მეორე  ნახევარშიც  ანალოგიური შედეგი დავაფიქსირეთ. დღევანდელ მატჩში  დანაკლისით  ვითამაშეთ  რასაც  შალვა  კაპანაძის  ტრავმა და  ჩვენი  ფეხბურთელის წითელი ბარათიც დაემატა, თუმცა მაინც  მოვახერხეთ  ტაბლოზე  სასურველი შედეგის  დაფიქსირება."

18:00 საათზე საშინაო შეხვედრას  ჩააატრებს  ქუთიაისის „მართვე“,რომელიც  თბილისს დაუპირისპირდება.  შეხვედრაზე  დასწრება  თავისუფალია.

 

 



  © SBM, 2016-2024