TMC თბილისმა და დინამო სოხუმმა დაძაბულ ბრძოლაში ქულები გაიყვეს!

ყველა სიახლე
07 დეკემბერი 2018

TMC თბილისმა და დინამო სოხუმმა დაძაბულ ბრძოლაში ქულები გაიყვეს!

თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ფუტსალის ლიგის 2018/19 წწ სეზონის IV ტურის ორი შეხვედრას უმასპინძლა.კალენდარული ტურის  პირველ შეხვედრაში ერთმანეთს  თელასი  და  კოლხი დაუპირისპირდა, „ენერგეტიკოსებმა“ მეტოქეს შეხვედრა  დამაჯერებლად, ანგარიშით 10:0 მოუგო და სეზონს  უდანაკარგოდ  აგრძელებენ.

დაძაბული და საინტერესო გამოდგა ტურის ცენტრალური მატჩი მოქმედ ჩემპიონ TMC თბილისსა და ლიგის დებიუტანტ დინამო სოხუმს შორის. სანახაობრივი შეხვედრა ფრედ 4:4 დასრულდა.სოხუმის რიგებიდან ჰეთრიკით  ლაშა სიგუნავა გამოირჩა,  ხოლო "მედიკოსებიდან" დუბლი ვახტანგ კეკელიას ანგარიშზეა.

Sbm.ge  გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს

ნიკა ნადარეიშვილი, თელასი: „ მიხარია, რომ შეხვედრა დამაჯერებელი ანგარიშის სხვაობით მოვიგეთ, მეტოქე  ძალიან  ძლიერი  გუნდია,თუმცა  დღევანდელ  შეხვედრაში ჰქონდათ შეცდომები დაცვაში, რითაც ვისარგებლეთ.  თელასში  სადებიუტო სეზონს ვატარებ და  ჩემი და ჩვენი გუნდის  მიზანი თითოეული თამაშის  მოგებაა.“

ბაჩა კალანდაძე, დინამო სოხუმი: "ძალიან დიდი მადლობა მინდა  ვუთხრა ჩემს  გუნდს თავდადებისთვის და გაწეული შრომისთვის. როგორც  ვიცით  ჩემპიონთან მოგვიწია თამაში და  მაქსიმალურად ვეცადეთ  რომ კარგად გვეთამაშა. რომ არა საფეხბურთო იღბალი, შესაძლებელი იყო შეხვედრა სხვაგვარადაც დასრულებულიყო. დიდი მადლობა  მინდა  ვუთხრა  მოწინააღმდეგეს  და  წარმატება ვუსურვო."

IV ტური,  რომელმაც სტარტი თბილისის  ოლიმპიურ სასახლეში  აიღო ქუთაისის  სპორტის  სასახლეში  გაგრძელდება.   საშინაო  შეხვედრაში   ბსუ - თსუ-ს დაუპირისპირდება, ხოლო ქუთაისის მართვე  თბილისს.

 



  © SBM, 2016-2024