ლიდერბეთი ფუტსალის ლიგის პარტნიორია!

ყველა სიახლე
07 დეკემბერი 2018

ლიდერბეთი ფუტსალის ლიგის პარტნიორია!

დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2018-2019 წ.წ სეზონის პარტნიორის პრეზენტაცია გაიმართა.

კომპანია „ლიდერბეთი“, ფუტსალის ლიგის ორგანიზატორებთან, სპორტულ სააგენტო SBM -თან გაფორმებული ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის საპრიზო ფონდის გაზრდას უზრუნველყოფს. ეს შეეხება, როგორც წრიულ ეტაპზე დაგროვებული ქულების მიხედვით გამომუშავებულ ბონუსებს, ასევე დამატებითი საპრიზო თანხები გადაეცმათ I, II და III ადგილებზე გასულ გუნდებს. გარდა ამისა, „ლიდერბეთი“ ტურის საუკეთესო ფეხბურთელებს და ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეს დააჯილდოვებს. ასევე, გულშემატკივართა წახალისების მიზნით, ლიგის პარტნიორი, ცენტრალურ შეხვედრებზე, სხვადასხვა პრომო აქციების ორგანიზებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ტიპის თანამშრომლობა, პირველი პრეცენდენტია ფუტსალის ლიგის ისტორიაში.

sbm.ge გთავაზობთ კომენტარებს

გეგა კალმახელიძე, ლიდერბეთის მარკეტინგის მენეჯერი: "ლიდერბეთი ზოგადად აქტიურად არის ჩართული ქართული სპორტის განვითარებაში და მხარს უჭერს ყველა შესაძლებელი რესურსით. რაც შეეხება დღევანდელ მემორანდუმს, ლიდერბეთს სურდა ფუტსალის ლიგისთვის რაიმე სახის დახმარება გაეწია და ამიტომაც დღეს გაფორმდა  აღნიშნული მემორანდუმი ლიდერბეთსა და ფუტსალის ლიგას შორის."

ზაალ ჩიტალაძე, სპორტული სააგენტო SBM-ს დირექტორი: "კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ფუტსალის განვითარებისთვის, რადგან ლიგის კომერციალიზაციაზე აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ყოველ წელს. ეს დამატებითი სტიმულია გუნდებისთვის და მონაწილეებისთვის. ეს არის, ასე ვთქვათ, გუნდების თანადგომა, რათა  ბიუჯეტი გაძლიერდეს და უფრო სტაბილური გავხადოთ ისინი. ჩვენი მიზანი არის ისეთი გარემოს შექმნა, რომ რაც შეიძლება კონკურენტუნარიანი და სანახაობრივი გახდეს ფუტსალის ლიგა. აღსანიშნავია, რომ ეს არა მარტო ჩემპიონატია საქართველოში, არამედ სოციალური პროექტიცაა, რაც დამატებით არის მხარდაჭერა იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც უყვარს ფეხბურთი.მოთამაშეებს უჩნდებათ პერსპექტივა, გახდნენ პროფესიონალი ფეხბურთელები. პირველ ეტაპზე კი, ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ სიმბოლური გასამრჯელო, რაც შესაძლოა  პრემიის ან ხელფასის სახით გამოიხატოს ."

მიხეილ თევზაძე, თსუ-ს კაპიტანი: "ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გაფორმდა მემორანდუმი ლიდერბეთსა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის  ეს  დამატებითი სტიმულია თითოეული მოთამაშისთვის. ეს  მემორანდული და  ზოგადად   კერძო სექტორის  ჩართულობა ჩვენთვის მოტივაციაა." 
 

ნიკოლოზ ჯანელიძე,  "მართვე" ქუთაისის დირექტორი: "საქართველოში უმეტესწილად სპორტის ყველა სახეობაში ფინანსები წყვეტს ბევრ რამეს, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა.ფუტსალი ახლა განვითარების ეტაპზეა და ამიტომ ძალიან სჭირდება ხელშეწყობა. მოხარული ვიქნებით თუ მსგავსი პარტიონერების რაოდენობა გაიზრდება." 

ფუტსალის ლიგის რიგით მეოთხე გათამაშებამ, სტარტი 9 ნოემბერს აიღო. წლევანდელ ჩემპიონატში რვა გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ერთმანეთს ორ წრედ დაუპირისპირდებიან.პლეი-ოფში თამაშის უფლებას საუკეთესო ოთხეული მოიპოვებს. 1/2 ფინალურ და ფინალურ დაპირისპირებებში გამარჯვებული სამი მოგების შედეგად გამოვლინდება. მეშვიდე-მერვე ადგილზე გასული გუნდები კი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ.

წლევანდელი სეზონის ფარგლებში, პირველად ქართული ფუტსალის ისტორიაში, რანგით მეორე ლიგა -  ფუტსალის ლიგა 2-ს გათამაშებამ აიღო სტარტი. სადებიუტო ლიგაში პირველ წელს 6 გუნდი ასპარეზობს. ორ წრის შემდეგ გამოვლინდება საუკეთესო ოთხეული, რომელიც პლეი-ოფში განაგრძობს თამაშს, სადაც ფინალისტების ვინაობა ორი მატჩის შედეგად გაირკვევა. ლიგის გამარჯვებულის და ფუტსალის ლიგის საგზურის მფლობელს ერთ მატჩიანი ფინალური დაპირისპირება გადაწყვეტს. 2018-2019 წლის სეზონის კიდევ ერთი სიახლე, ფუტსალის ლიგის თასს უკავშირდება. გაზაფხულიდან,  ფუტსალის  ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ის  გუნდები ლიგის  თასის  გათამაშებაში  ჩაერთვებიან.

 



  © SBM, 2016-2024