ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გუნდები მორიგ ტურს 9 დეკემბერს ითამაშებენ!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპურმა სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის მორიგ კალენდარულ დღეს უმასპინძლა.სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის გუნდი საქართველოს ბანკს დაუპირისპირდა. დაძაბული და სანახაობრივ მატჩში ორ ბურთიანი სხვაობით ანგარიშით 3:1 „ენერგეტიკოსებმა“ მოიგეს.
ბრინჯაოს ლიგის სატურნირო ცხრილში პირველობა დათმო ICR- მა, რომელიც McGill-თან 0:2 დამარცხდა.და ამ მოგებით სწორედ "იურისტები" მოექცნენ ცხრილის სათავეში.
ვერცხლის ლიგის მეორე ტურის გადადებული შეხვედრაში აჭარაბეთმა მარტივად ანგარიშით 3:1 დაამარცხა სფფ და სატურნირო ცხრილში კროკობეთთან და აჭარაბეთთან თანაბარ პოზიციაზეა.
ოქროს ლიგის შეხვედრაში ბაქსვუდმა SSPS 7:3 მოუგო. შემოსავლების სამსახურის გუნდისა და არმიის შეხვედრა კი შეწყდა.სუპერლიგის მეორე ტურის გადადებულ მატჩში სფფ-მ ტვ იმედი დამაჯერებლად ანგარიშით 12:5 დაამარცხა. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გუნდები მორიგ ტურს 9 დეკემბერს ითამაშებენ.