სათამაშო დღე საქართველოს ბანკისა და GSE-ს დაპირისპირებით დაიწყო!

ყველა სიახლე
02 დეკემბერი 2018

სათამაშო დღე საქართველოს ბანკისა და GSE-ს დაპირისპირებით დაიწყო!

თბილისის ოლიმპური სასახლე,ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის მორიგი  კალენდარულ დღეს მასპინძლობს.

დღეს, ერთმანეთს  ბრინჯაოსა და ოქროს ლიგის გუნდები ხვდებიან, სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში საქართველოს სახელმწიფო ენერგო სისტემის გუნდი საქართველოს ბანკს  დაუპირისპირდა. დაძაბული და სანახაობრივ მატჩში ორ  ბურთიანი  სხვაობით ანგარიშით 3:1 „ენერგეტიკოსებმა“ მოიგეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე GSE- ს ფეხბურთელი გოგიტა  ჩუბინიძე იყო,რომელმაც  საკუთარ გუნდს ორი გოლი და  საგოლე  გადაცემა  შესძინა.

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს

გოგიტა ჩუბინიძე,GSE: „შეხვედრა მეტოქის უპირატესობით დაიწყო,რაზეც ანგარიში მეტყველებდა,1:0 ვმარცხდებოდით,  თუმცა  მეორე  ნახევარში  მოვახერხეთ ძალების აღდგენა და სასურველი ანგარიშით დავასრულეთ მატჩი. რაც შეეხება ჩემს მეორე გოლს საჯარიმო ხაზიდან,დარწმუნებული ვიყავი რომ გავიტანდი და სადაც მომეცა შესაძლებლობა იქ დავარტყი. მეტოქეს რაც შეეხება ძალიან კარგი გუნდია და საკმაოდ რთული თამაში იყო.მოხარული ვარ, რომ მსგავსი  ტურნირი ტარდება და ვიღებ მონაწილეობას!“

 

 

 



  © SBM, 2016-2024