ფუტსალის ლიგა 2- II ტურმა სტარტი დრამატული მატჩით აიღო!

ყველა სიახლე
25 ნოემბერი 2018

ფუტსალის ლიგა 2- II ტურმა სტარტი დრამატული მატჩით აიღო!

თბილისის ოლიმპურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ს მეორე  ტურმა  სტარტი საქართველოს უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაპირისპირებით აიღო. დრამატული და სანახაობრივი  შეხვედრა  UG-ს გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა.

შეხვედრაში პირველი გოლი UG-ს კაპიტანმა კოტე ჭაბაშვილმა მატჩის მეშვიდე წუთზე გაიტანა,32-ე წუთზე კი წონასწორობა კსუ-ს მოთამაშემ ბექა ყარსიმაშვილმა აღადგინა, შეხვედრის  ბედი მატჩის  მე-40 წუთზე  საქართველოს  უნივერსიტეტის გუნდის  კაპიტანმა კოტე ჭაბაშვილმა გაიტანა  და   საკუთარ გუნდს გამარჯვება  მოუტანა. 

Sbm.ge  გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს

კონსტანტინე ჭაბაშვილი, UG: "მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გუნდს,ახალი შეკრებილი გუნდი ვართ. შარშანდელთან შედარებით ახალგაზრდებით არის ჩვენი გუნდი დაკომპლექტებული,დღევანდელ თამაშს რაც შეეხება, იყო ძალიან დაძაბული,ძალიან დამღლელი, მაგრამ ვეცადეთ და ყველაფერი გავაკეთეთ  მოსაგებად, მეტოქე  ძლიერი გუნდია, ძალიან კარგად ითამაშა, თუმცა ფეხბურთია და მათმა ერთმა  შეცდომამ ყველაფერი გადაწყვიტა."

თევდორე მაყაშვილი, კსუ: "ძალიან კარგი შეხვედრა იყო. ორივე გუნდმა იბრძოლა ბოლომდე შეხვედრებიც მრავლად იყო ორივე კართან, ვერ ვიტყვი რომ დაუმსახურებლად წავაგეთ, თუმცა მოგებაც შეგვეძლო, ვიტყოდი რომ მეტოქეს უფრო გაუმართლა დღევანდელ დღეს, ვთვლი,რომ შეთამაშება გვაკლია ჯერ  მხოლოდ  ორი ტურია  და  ყვეაფერი წინ არის."

ფუტსალის ლიგა 2-ს მეორე ტური ორ დეკემბერს გაგრძელდება.

 



  © SBM, 2016-2024