ვერცხლის ლიგაში ძალთა თანაფარდობაა!

ყველა სიახლე
25 ნოემბერი 2018

ვერცხლის ლიგაში ძალთა თანაფარდობაა!

თბილისის  ოლიმპურ  სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები დასრულდა.

ვერცხლის ლიგის მეორე ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს ევროპაბეთი და კრედო დაუპირისპირდა.შეხვედრა ევროპაბეთმა დაძაბულ ბრძოლაში  ანგარიშით 5:3 მოიგო.დღევანდელ შეხვედრაში დამაჯერებელი მატჩი ჩაატარა ევროპაბეთის მეკარემ ემზარ ბითიევმა,  „ბანკირების“ რიგებიდან  საუკეთესო  გუნდის კაპიტანი ლევან ჩიხრაძე იყო.

ვერცხლის ლიგის  სხვა შეხვედრაში ავერსმა ენერგო-პროს  5:2 მოუგო. კროკობეთმა ლიბერთი ბანკი 8:2 დაამარცხა. კალენდარული ტურის ბოლო შეხვედრაში გლდანის გუნდი TTC-ს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დამარცხდა.ორი ტურის მონაცემებით ვერცხლის  ლიგის სატურნირო ცხრილს 6-6 ქულით  კროკობეთი და ევროპაბეთი ლიდერობენ. 

 Sbm.ge  გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს

გოგა მამარდაშვილი, ევროპაბეთი:„დაძაბული მატჩი გამოვიდა, ცუდი სტარტი გვქონდა, პირველი ტაიმი ფრედ დავასრულეთ, თუმცა მეორე ტაიმში  მოვახერხეთ მობილიზება, დავალაგეთ თამაში და გავიმარჯვეთ, ვფიქრობ დამსახურებულად.

ჩვენ  გასულ სეზონზე  ერთმანეთს  ბრინჯაოს  ლიგის  ფინალში  შევხვდით, თამამად  შემიძლია  ვთქვა, რომ  დღევანდელ  შეხვედრაში  უფრო გაგვიჭირდა თამაში ვიდრე ფინალში. დღეს ჩვენმა  გუნდმა სინქრონულად ითამაშა და გუნდური თამაშის  ხარჯზე  მოვახერხა  მატჩის მოგება.“

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები 2 დეკემბერს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024