პსპ-მ ვითიბი ბანკი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის მორიგი კალენდარული დღე მიმდინარეობს.
სუპერლიგის მეორე ტურის შეხვედრაში ვითიბი ბანკი პსპ-ს დაუპირისპირდა, მატჩი რომელსაც ინტრიგა ბოლო წუთამდე ჰქონდა „ფარმაცევტების“ გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში ნიკოლოზ კოპლატაძემ გახსნა, რომელმაც საკუთარი გუნდი მატჩის მეოთხე წუთზე დააწინაურა.მეთოთხმეტე წუთზე კვლავ ნიკოლოზ კოპლატაძემ გაზარდა უპირატესობა და პსპ ორ ბურთიანი უპირატესობით წინ გავიდა.
მატჩის მეორე ნახევარში სხვაობის შემცირება ლაშა ხაინდრავამ შეძლო, რასან ლევან სარდანაშვილმა გოლით უპასუხა, ერთი წუთის შემდეგ „ბანკირების“ თავდამსხმელმა ზურაბ შერმადინმა ულამაზესი გოლი გაიტანა, თუმცა ეს ვითიბი ბანკისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
სუპერლიგის მეორე ტურის სადებიუტო შეხვედრაში საქართველოს ფოსტამ ნატახტარი მარტივად ანგარიშით 6:0 დაამარცხა.
ოლიმპიურმა სასახლემ დღეს ასევე ბრინჯაოს ლიგის ორ შეხვედრას უმასპინძლა,ლიგის მესამე ტურის მატჩში, მ2 ზოომარტს დაუპირისპირდა, დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში გუნდებმა ქულები გაიყვეს და ფრედ 3:3 ითამაშეს. ასევ ფრედ ითამაშა ნაბეღლავმა დიპლომატ ჯორჯიასთან 5:5.
ვერცხლის ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში ავერსმა ენერგო-პროს 5:2 მოუგო.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს.
ნიკოლოზ კოპლატაძე, პსპ: „დაძაბული თამაში გამოვიდა მეტოქე კარგად მომზადებული იყო რაც ანგარიშზეც აისახა,ძლიერი მოთამაშეები ყავთ, ტაქტიკურად კარგად მომზადებული გუნდია და მე ვთვლი, რომ თამაშის ბედი უფრო ფიზიკურმა მომზადებამ გადაწყვიტა.“
ზურაბ შერმადინი, ვითიბი ბანკი: „ მინდა პსპ-ს ფეხბურთელებს მივულოცო ეს გამარჯვება. დაძბული მატჩი გამოვიდა, ჩვენ ცოტა მოუმზადებელი შევხვდით ამ თამაშს. ახალი გუნდი ვართ შეთამაშების პროცესში ვართ და მჯერა, რომ შემდეგში უკეთეს შედეგს დავდებთ. პსპ გამოცდილი გუნდია, დიდი ხანია რაც გამოდის. ერთ-ერთი ლიდერია გათამაშების და ვუსურვებ წარმატებას.“