ოლიმპიური სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სათამაშო დღეს მასპინძლობს!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის მეორე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს, რომელშიც ერთმანეთს ვერცხლის ლიგისა და სუპერლიგის გუნდები ხვდებიან.
ვერცხლის ლიგაში მეორე ტური ავერსისა და ენერგო-პროს დაპირისპირებით დაიწყო, სადაც „მედიკოსებმა“ მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშის სხვაობით 5:2 დაამარცხეს. ავერსის რიგებიდან ჰეთრიკით დავით გითოლენდია გაოირჩა, რომელმაც გუნდს სამი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შესძინა.
სუპერლიგის მეორე ტურის სადებიუტო შეხვედრაში კი საქართველოს ფოსტამ ნატახტარი მარტივად, ანგარიშით 6:0 დაამარცხა, გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი გიორგი ხმალაძის ანგარიშზეა.
სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის მატჩების გარდა ოლიმპიურმა სასახლემ ბრინჯაოს ლიგის შეხვედრასაც უმასპინძლა.
მესამე ტურის მატჩში, M2, ზოომარტ-ფიტნეს სთორს დაუპირისპირდა, დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში, გუნდებმა ქულები გაიყვეს და ფრედ 3:3 ითამაშეს.
M2 შეხვედრას ორჯერ აგებდა, თუმცა გიორგი ნემსაძემ ეფექტური თამაშით შეხვედრის გადარჩენა შეძლო.
სათამაშო დღის ბოლოს ფუტსალის ლიგა ორის ორი შეხვედრა გაიმართება.