კოლხმა ბსუ-ს სეზონის ყველაზე უხვგოლიან შეხვედრაში მოუგო!

ყველა სიახლე
23 ნოემბერი 2018

კოლხმა ბსუ-ს სეზონის ყველაზე უხვგოლიან შეხვედრაში მოუგო!

თბილისის ოლიმპიური სასახლეში ფუტსალის ლიგის 2018/19 წლების სეზონის მესამე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

მიმდინარე გათამაშების  ყველაზე  უხვგოლიან მატჩში კოლხმა ბსუ დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 9:6 დაამარცხა.

აღნიშნული შეხვედრა პირველივე წუთებიდან დაძაბულად წარიმართა და მთელი თამაშის განმავლობაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. გამარჯვებული გუნდის  რიგებიდან  ჰეთრიკი ამირან  ცხომარიამ  შეასრულა ხოლო დუბლით  დიმიტრი ანდღულაძე  გამოირჩა.  

Sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ კომენტარს

ბორის ესებუა, კოლხი: „ბევრი ვიბრძოლეთ დღევანდელ შეხვედრაში და ძალიან საჭირო სამი ქულა მოვიპოვეთ.ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს გუნდში, საკადრო პრობლმები გვაქვს. სავარაუდოდ იანვრის შემდეგ გავძლიერდებით როგორც მწვრთნელით ასევე მოთამაშეებით.გასულ სეზონთან შედარებით უფრო  რთული სეზონი იქნება. ბევრი ძლიერი გუნდია და ძალიან რთული სეზონი გველოდება წინ."



  © SBM, 2016-2024