TMC თბილისი სეზონს უდანაკარგოდ განაგრძობს!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიური სასახლეში ფუტსალის ლიგის 2018/19 წლების სეზონის მესამე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა TMC თბილისმა სანახაობრივ შეხვედრაში ქუთაისის "მართვე" დამაჯერებელი ანგარიშით 6:0 დაამარცხა.
თამაშის დაწყებიდან თხუთმეტი წუთის განმავლობაში „მართვემ“ კარის მშრალად შენახავა შეძლო.16-ე წუთზე კი „მედიკოსები“ მალხაზ მურცხვალაძემ დააწინაურა. მალევე უპირატესობა ვახტანგ კეკელიამ გაზარდა. მიმდინარე გათამაშებაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა ვახტანგ ჯვარაშვილმა, რომელმაც დღევანდელ მატჩში პოკერი გაიფორმა.
მესამე ტურის სხვა შეხვედრებში კოლხი ბსუ-ს ხვდება, დღის ცენტრალურ შეხვედრაში სოხუმის დინამო თსუ-ს გაეჯიბრება.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს
გიორგი სილაგავა, TMC თბილისი: „მართვე ძალიან კარგი გუნდია, მობილიზებულები ჩამოვიდნენ და დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს. მეორე ნახევარში უფრო მობილიზებულები და შემართებულები გამოვედით და ჩვენი შესაძლებლობებით მივაღწიეთ ამ შედეგს. ანგარიშიდან გამომდინარე არ შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ სუსტი გუნდია მართვე. დარწმუნეწბული ვარ წლევანდელ გათამაშებაში ბევრ გუნდს დააკარგვინებს ქულებს.ჩვენი გუნდის მიზანი ჩემპიონის ტიტულის დაცვაა.“