"ძალოვანთა დერბი" პატრულის გამარჯვებით დასრულდა!

ყველა სიახლე
18 ნოემბერი 2018

დღეს, თბილისის ოლიმპიური სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებს  მასპინძლობდა.  ოქროს  ლიგის  მეორე  ტური არმია  პატრულის დაპირისპირებით დასრულდა. "ძალოვანთა დერბიში" პატრულმა მეტოქე  დამაჯერებელი ანგარიშით 5:1 დაამარცხა.გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლით რევაზ ინჯგია  გამოირჩა არმიის მოთამაშეებიდან კი ერთადერთი გოლის გატანა ირაკლი ლატარიამ შეძლო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს

თემურ რაქვიაშვილი, პატრული: “არმია, ფიზიკურად ძლიერი გუნდია, ტაქტიკურადაც გამართულ ფეხბურთს თამაშობს. შესაბამისად  ვიცოდით, რომ  მარტივი თამაში არ გვექნებოდა. ვეცადეთ ორთაბრძოლებში არ წაგვეგო, არ დაგვეთმო მოედნის არცერთი მონაკვეთი და  მათ შეცდომებზე  გაგვეტანა გოლები. რაც საწყის წუთებშივე  მოხდა.რის შემდეგაც ფსიქოლოგიურად  გატყდა  არმია და  ვეღარ გაგვიწია  ისეთი წინააღმდეგობა  როგორსაც ველოდით.“ 

დღეს, ასევე  ოქროს  ლიგის ერთი შეხვედრა  გაიმართა, ბაქსვუდმა შემოსავლების სამსახურის გუნდი მინიმალური ანგარიშის სხვაობით 1:0 დაამარცხა.

ოქროსა და ბრინჯაოს ლიგის მორიგი ტურის მატჩები 2 დეკემბერს გაიმართება!

 



  © SBM, 2016-2024