ბრინჯაოს ლიგას ორი ტურის შემდეგ ICR ლიდერობს!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები მიმდინარეობს. დღეს ერთმანეთს ბრინჯაოს ლიგისა და ოქროს ლიგის გუნდები დაუპირისპირდნენ.
ბრინჯაოს ლიგის მეორე ტური M2-სა და GSE-ს დაპირისპირებით დასრულდა. საინტერესო და სანახაობრივ მატჩში M2-მა მეტოქეს 5:0 სძლია. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლით ნიკოლოზ ჯალაღანია, გამოირჩა თითო-თითო გოლი კი გიორგი ლოხიშვილის, ზაზა მასურაშვილის და გიორგი ნემსაძის ანგარიშზეა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს.
გიორგი ლოხიშვილი, M2: „ჩვენი გუნდი ორი წელია რაც ბრინჯაოს ლიგაზე ასპარეზობს. წინა წელს წარუმატებელი სეზონი გვქონდა,თუმცა გუნდში საკადრო ცვლილებები მოხდა, ახალი მწვრთნელი გვყავს და კარგად შეთამაშებული გუნდი ვართ.
ამ სეზონში გუნდები და შესაბამისად ჩემპიონატიც ძლიერია. დღეს,ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან გვქონდა თამაში, რაც ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 5:0 გავიმარჯვეთ, გოლი არ გაგვიშვია,რაც პოზიტიური შედეგია და სამომავლოდ, რა თქმა უნდა უკვე გვაქვს ამბიცია პლეი-ოფში გავიდეთ და ჩემპიონები გავხდეთ. ყველამ დაინახა რომ ამის რეალური ძალა გვაქვს."
საინტერესოდ წარიმართა ბრინჯაოს ლიგის სხვა შეხვედრებიც, McGill-მა, ზოომარტ-ფიტნეს სთორი დამაჯერებელი ანგარიშით 4:0 დაამარცხა, ICR-მა ნაბეღლავს 4:1 აჯობა. დიპლომატ ჯორჯიას კი საქართველოს ბანკმა 4:0 სძლია.