ბაქსვუდმა შემოსავლების სამსახური დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები მიმდინარეობს, დღეს ერთმანეთს ბრინჯაოსა და ოქროს ლიგის გუნდები ხვდებიან.
ოქროს ლიგის მეორე ტურის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ბაქსვუდი და შემოსავლების სამსახურის გუნდი დაუპირისპირდა. მატჩი ბაქსვუდის გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა. თამაშში ერთადერთი გოლი გიორგი ახლანძემ გაიტანა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს.
გიორგი ახლანძე, ბაქსვუდი:„პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მოწინააღმდეგეს. ძალიან რთული თამაში იყო, განსაკუთრებით ბოლო მომენტში ძალიან გაგვიჭირდა პრესინგის თამაში და ამან განაპირობა შეხვედრის ტემპის დავარდნა. ვთვლი რომ ჩვენს გუნდს უფრო მეტი შეუძლია. ნელ-ნელა ვარჯიშობთ და შევდივართ ფორმაში. ვემზადებით მომდევნო შეხვედრებისთვის. მადლობა მინდა ვუთხრა ტურნირის ორგანიზატორებს და მოწინააღმდეგე გუნდს."
სათამაშო დღის პირველ მატჩში საქართველოს ბანკის გუნდი დიპლომატ ჯორჯიას დაუპირისპირდა, შეხვედრა „ბანკირების“გამარჯვებით 4:0 დასრულდა. დღეს ასევე ფუტსალის ლიგა 2-ის ორი შეხვედრა გაიმართება.