მეორე ტური ქუთაისში "თრილერით" დასრულდა!

ყველა სიახლე
17 ნოემბერი 2018

მეორე ტური ქუთაისში

საქართველოს  ფუტსალის ლიგის 2018/19 წწ. სეზონის მეორე ტური, ქუთაისის  სპორტის  სასახლეში ადგილობრივ მართვესა და თსუ-ს  დაპირისპირებით  დასრულდა. მართვემ  მეტოქესთან პირველ საშინაო შეხვედრა  დაძაბულ ბრძოლაში ფრედ  4:4 ითამაშა. 

შეხვედრა ქუთაისელი გულშემატკივრისთვის საინტერესო და  სანახოებრივი გამოდგა. თსუ მატჩის განმავლობაში სამჯერ დაწინაურდა, მაგრამ  მართვემ ჯერ ანგარიშის  გათანაბრება  შემდეგ კი  წინ გასვლაც შეძლო, თუმცა "სტუდენტებმა"  ქუთაისიდან ქულის წამოღება მაინც მოახერხეს. 

სათამაშო დღის  პირველ მატჩში ბსუ ბათუმი თელასს დაუპირისპირდა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 6:2 დასრულდა. ბათუმლებისთვის  ეს  პირველი საშინაო მატჩი,იყო  რომელსაც  მიმდინარე   სეზონიდან  ქუთაისის  სპორტის  სასახლეში  ჩაატარებს.  

sbm.ge  გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს

მიხეილ თევზაძე, თსუ: „ძალიან  რთული მატჩი იყო. ქუთასში გასვლაზე  თამაში  ძალიან  რთულია. სამჯერ ვიგებდით ერთხელ  ვაგებდიც, თუმცა   საბოლოოდ მატჩი ფრედ  დასრულდა. დავკარგეთ ქულები დღევანდელ შეხვედრაში რაც დასანანია, თუმცა  ბრძოლა იყო. ნელ-ნელა  მოვემზადებით,  მართვე კი ძალიან  პერსპექტიული და მებრძოლი გუნდია.“

თამაზ გოგსაძე, მართვე: „მშვენიერი თამაში  გამოვიდა, პირველ რიგში გულშემატკივარს მინდა მადლობა მოვუხადო, რომ დაგვაფასეს და მხარი დაგვიჭირეს, რაც შეეხება  დღევანდელ  თამაშს პირველი ქულა ავიღეთ და  ნამდვილად  არ  გვინდა რომ  გავჩერდეთ.ვეცდებით მოვუმატოთ.  მეტოქე   ძალიან  გამოცდილი გუნდია  ჩვენთან  შედარებით ,ჩვენ ახალი ფეხბურთელები გვყავს,თუმცა ნელ-ნელა  ეჩვევიან გუნდს.

 ლაშა კუხიანიძე,მართვე: „პირველ რიგში მინდა ქუთაისელ გულშემატკივარს გადავუხადო მადლობა. ასევე  მადლობა  მინდა  ვუთხრა  მეტოქეს, რომელიც  ძალიან  ძლიერი გუნდია. ველოდებოდით რთულ თამაშს  ასეც  მოხდა. მიხარია  რომ  ჩემპიონატი ყოველ წლიურად ვითარდება.  ჩვენი გუნდის  პროგრამა  მინიმუმი ლიგაში  ადგილის  შენარჩუნებაა.“

ფუტსალის ლიგის მეორე ტურმა სტარტი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღო. პირველი სათამაშო დღის პირველ  მატჩში TMC თბილისი თბილისს შეხვდა აღნიშნული შეხვედრა  საქართველოს  მოქმედმა  ჩემპიონმა მოიგო და თბილისი  9:0 დაამარცხა. მეორე ტურის  ცენტრალურ  შეხვედრაში  ერთმანეთს  კოლხი გულრიფში  და   დინამო სოხუმი დაუპირისპირდა  მატჩი  სოხუმელთა  გამარჯვებით 6:2 დასრულდა.

 



  © SBM, 2016-2024