დინამო სოხუმი უდანაკარგოა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2018/19 წწ. სეზონის მეორე ტურის შეხვედრები დასრულდა.ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს კოლხი-გულრიფში და დინამო სოხუმი დაუპირისპირდა.შეხვედრა სოხუმელთა გამარჯვებით 6:2 დასრულდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი ლაშა სიგუნავამ გაიფორმა.
სათამაშო დღის პირველ მატჩში, ერთმანეთს TMC თბილისი და თბილისი შეხვდა აღნიშნულ მატჩში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა იმარჯვა და თბილისი 9:0 დაამარცხა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს
ლაშა სიგუნავა, დინამო სოხუმი: „დებიუტანტი გუნდი ვართ და ჩვენი საუკეთესო თამაშის მოლოდინში ვართ, თუმცა სასიამოვნოა რომ ორი სადებიუტო შეხვედრა მოვიგეთ. პრინციპული მეტოქე იყო ჩვენთვის კოლხი იმიტომ რომ ოთხეულისთვის ბრძოლაში ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. პროგრამა მინიმუმი ჩვენთვის პლეი-ოფია, პროგრამა მაქსიმუმი კი ჩემპიონობა.გათამაშების ფავორიტი ტატიშვილია,მოქმედი ჩემპიონია, ასევე ძალიან გამოცდილი გუნდია თელასი, ძირითადად ეს ორი გუნდია გამოკვეთილი ფავორიტი, ასევე თსუ ერთ-ერთი ტრადიციული გუნდია. ასე რომ ძალიან კარგი ჩემპიონატი გველის, საინტერესო მატჩები და სიურპრიზები გამორიცხული არ არის.“
მეორე ტურის შეხვედრები 17 ნოემბერს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაგრძელდება.