სეზონი კორპორატიული ლიგის შეხვედრებით განახლდება

ყველა სიახლე
03 თებერვალი 2017

სეზონი კორპორატიული ლიგის შეხვედრებით განახლდება

5 თებერვალს, თბილისის ოლიმპიური სასახლე, ბიზნესის ჩენპიონთა ლიგის 2017 წლის პირველ სათამაშო დღეს უმასპინძლებს. ზამთრის შესვენების შემდეგ, კალენდარული ტურის შეხვედრებს კორპორატიული ლიგის გუნდები გამართავენ.

VII ტურის შეხვედრები გაიმართება ვერცხლის ლიგაში. 2017 წლის პირველ შეხვედრაში, ერთმანეთს გათამაშების აუტსაიდერები, დომინოს პიცისა და აჭარა ჯგუფის გუნდები დაუპირისპირდებიან. მომდევნო შეხვედრაც სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილის მობინადრეთა მონაწილეობით გაიმართება - მინა და კუბიკი სასიცოცხლო მნიშვნელობის ქულებისთვის იბრძოლებენ. საინტერესო დაპირისპირება გაიმართება საქრუსენერგოსა და ავერსს შორის. „მედიკოსები“ ამ ტურამდე სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზე იმყოფებიან და მოგების შემთხვევაში სამეულს მიუახლოვდებიან, მაშინ როცა „ენერგეტიკოსებს“  დაკარგული პოზიციების დასაბრუნებლად ჭირდებათ ქულები. საკმაოდ დაძაბული დაპირისპირებაა მოსალოდნელი შემოსავლების სამსახურისა და ელიტა ბურჯის გუნდებს შორის. ორივე მათგანმა ბოლო შეხვედრებში საგრძნობლად მოუმატა, რაც სატურნირო ცხრილზეც აისახა. მატჩის პრინციპულობას ისიც უსვამს ხაზსს, რომ მესამე ადგილზე მყოფ „ფინანსისტებს“, მეშვიდე ადგილზე მყოფი მეტოქე მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება. გათამაშების კიდევ ერთი ფავორიტი, ევროპაბეთი ბანკ რესპუბლიკას დაუპირისპირდება. ვერცხლის ლიგის ტურს კი ორი ლიდერის დაპირისპირება დაასრულებს. საქართველოს ბანკისა და ბაქსვუდის გუნდები გათამაშებას 15-15 ქულით უდანაკარგოდ ლიდერობენ და ორივე მათგანი ეცდება უპირატესობის მოპოვებას, რაც მატჩს შესაბამის ინტრიგას და დაძაბულობას სძენს.

05.02.2017. ვერცხლის ლიგა. VII ტური

11:00 დომინოს პიცა - აჭარა ჯგუფი

12:00 მინა - კუბიკი

13:00 საქრუსენერგო - ავერსი

14:00 RS - ელიტა ბურჯი

18:00 ევროპაბეთი - ბანკი რესპუბლიკა

20:00 ბაქსვუდი - საქართველოს ბანკი

 

ბომბარდირები: დიმიტრი ანდღულაძე (საქრუსენერგო) – 11, გიორგი ლუკავა (ევროპაბეთი) – 10, ავთანდილ სებისკვერაძე (ელიტა ბურჯი), გიორგი ახლანძე (ბაქსვუდი) – 9

 

ორი პრინციპული დაპირისპირებით იქნება გამორჩეული ოქროს ლიგის VI ტური. სეზონს აუტსაიდერისა და ლიდერის შეხვედრა განაახლებს, რომელშიც ერთმანეთს თბილისის მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის მეორე გუნდი დაუპირისპირდებიან. 16:00 სთ-ზე გაიმართება პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება, ნატახტარი „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის“ წინააღმდეგ. არც თუ კარგი სტარტის შემდეგ, ორივე მათგანს ქულები ჰაერივით ჭირდება, რათა დაანონსებული გათამაშების ფავორიტის სტატუსი განიმტკიცონ. კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართება სატურნირო ცხრილის ლიდერს, საპატრულო პოლიციის გუნდსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდს შორის, რომელიც ამ ტურის წინ მეოთხე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება მეტოქეს. სამი ქულისთვის იბრძოლებს არმია, რომლის მეტოქეც მენიუ.ჯი-ს გუნდი იქნება. სათამაშო დღეს საქართველოს ფოსტისა და ვითიბი ბანკის გუნდების დაპირისპირება დაასრულებს.

05.02.2017. ოქროს ლიგა. VI ტური

15:00 თბილისის მერია - სფფ -2

16:00 ნატახტარი - GWP

17:00 TTC - პატრული

19:00 Menu.ge - არმია

21:00 საქ. ფოსტა - ვითიბი ბანკი

 

ბომბარდირები: გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) – 9, თემურ ვაჩანძე (ფოსტა) – 8, დავით სირაძე, გიორგი მოდებაძე (სფფ-2) – 7

 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“

მედია პარტნიორები: რადიოები, „თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge



  © SBM, 2016-2024