სუპერლიგის პირველი ტური საინტერესო დაპირისპირებებით დასრულდა!

ყველა სიახლე
11 ნოემბერი 2018

სუპერლიგის პირველი ტური საინტერესო დაპირისპირებებით დასრულდა!

თბილისის  ოლიმპიურ სასახლეში  სუპერლიგის  პირველი ტური საქართველოს  ფოსტა, გლდანის დაპირისპირებით დასრულდა. დაძაბულ და  სანახაობრივ შეხვედრაში ლიგის  დებიუტანტმა, საქართველოს  ფოსტის  გუნდი 3:0 დაამარცხა და ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო.

შოთა უშარაული, გლდანი: „ გლდანის  გუნდი წლევანდელი ტურნირის  დებიუტანტია  თუმცა  ფეხბურთელები ნამდვილად არ არიან  დებიუტანტები ასე რომ ეს  ტურნირი ჩვენთვის  უცხო არაა, ვიცით რა  დონის  ტურნირი და  რა  დონის  გუნდები იღებენ მონაწილეობას. ოპტიმალურად  დავიწყეთ სეზონი ვულოცავ ჩვენი გუნდის  თითოეულ მოთამაშეს  ბოლომდე  დაიხარჯნენ, მეტოქეს  მინდა  წარმატებები ვუსურვო, სამომავლოდ  კი იმის  იმედი გვაქვს  რომ  მოვუმატებთ და  თამაშიდან  თამაშამდე  უკეთეს   შედეგს  დავდებთ.“ 

დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და ფეხბურთის  ფედერაციის  გუნდების დაპირისპირებაც. დაძაბულ შეხვედრაში  სფფ-მ 5:2 დაამარცხა  მეტოქე და სეზონზე პირველი გამარჯვება იზეიმა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან სამი გატანილი გოლით ალექსანდრე  იაშვილი გამოირჩა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტური 18 ნოემბერს გაიმართება, სადაც ერთმანეთს ბრინჯაოსა და  ოქროს  ლიგის  გუნდები დაუპირისპირდებიან!



  © SBM, 2016-2024