დებიუტანტების წარმატებული სტარტი ვერცხლის ლიგაში!

ყველა სიახლე
11 ნოემბერი 2018

დებიუტანტების წარმატებული სტარტი ვერცხლის ლიგაში!

ბიზნესის  ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების გათამაშებაში ვერცხლისა და  სუპერლიგის გუნდები ჩაერთნენ, პირველი ტურის  შეხვედრებს თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს.

დაძაბული,სანახაობრივი და საინტერესო გამოდგა შეხვედრა ავერსის გუნდს და კროკობეთს შორის, სადაც "ბუკმეიკერებმა"  "ფარმაცევტები" 4:1  დაამარცხეს  და  ვერცხლის  ლიგაში  პირველი გამარჯვება  მოიპოვეს. 1 გოლითა  და ორი საგოლე  გადაცემით  კროკობეთის  რიგებიდან  საუკეთესო  ლევან  კუჭაშვილი  იყო.  ავერსის მოთამაშეებიდან კი ერთადერთი  გოლის  ავტორი ერეკლე  ლომიძე გახდა.

მარტივად  დაამარცხა  ევროპაბეთმა საქართველოს  ფეხბურთის  ფედერაციის  გუნდი ანგარიშით  9:5 და  ვერცხლის  ლიგაში  პირველი გამარჯვება  მოიპოვა.ევროპაბეთის  ფეხბურთელებიდან  5 გოლი გიორგი ლუკავამ გაიტანა, სფფ-ს რიგებიდან ჰეთრიკი დავით სირაძის, დუბლი კი აკაკი ხლაბუსტოვის  ანგარიშზეა. 

გიორგი ლუკავა, ევროპაბეთი: პირველ რიგში მინდა  დიდი მადლობა  გადავუხადო ჩვენს  მოწინააღდეგე  გუნდს  ძალიან  კარგია  გუნდია, დიდი სახელის  გუნდია  და  წარმატებები მინდა  ვუსურვო. მინდა  მივულოცო ჩემს  ბიჭებს  გამარჯვებ, ბრინჯაოს  ლიგის  ჩემპიონები ვართ.  დებიუტისთვის დადებითად  შევაფასებდი დღევანდელ თამაშს, წინ კიდევ  დიდი თამაშებია, ჩვენი  გუნდის  პროგრამა  მინიმუმი პლეიოფში თამაში, პროგრამ მაქსიმუმი კი ჩემპიონობაა.“

ვერცხლის  ლიგისა და სათამაშო   დღის პირველ შეხვედრაში  ენერგო პრო ჯორჯია კრედო ბანკს დაუზავდა, უხვგოლიანი შეხვედრა  ფრედ 6:6 დასრულდა.   დაძაბული და  სანახაობრივი  გამოდგა  შეხვედრა  ლიბერთი ბანკსა და აჭარაბეთს შორის. მატჩი აჭარაბეთის  სასარგებლოდ  3:1 დასრულდა.

 

 



  © SBM, 2016-2024