ვითიბი ბანკმა და პსპ-მ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყეს!

ყველა სიახლე
11 ნოემბერი 2018

ვითიბი ბანკმა და პსპ-მ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყეს!

ბიზნესის  ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების გათამაშებაში ვერცხლისა და  სუპერლიგის გუნდები ჩაერთნენ, პირველი ტურის  შეხვედრებს თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს.

სუპერლიგის  პირველი ტურის, პირველ შეხვედრაში  პსპ ნატახტარს  დაუპირისპირდა და  მეტოქე  მარტივად  ანგარიშით 8:1 დაამარცხა. „ფარმაცევტების  რიგებიდან  ჰეთრიკით  ნიკოლოზ  კოპლატაძე და ირაკლი ბურჭულაძე  გამოირჩნენ.  ნატახტარის  მოთამაშეებიდან  ერთადერთი გატანილი გოლი  ლაშა  თურმანიძის  ანგარიშზეა.

დაძაბული და  საინტერესო გამოდგა  სუპერლიგის კიდევ  ერთი შეხვედრა ვითიბი ბანკსა და  ტვ იმედს შორის. მატჩი „ბანკირების  გამარჯვებით  სამით  ნული დასრულდა. სამივე  გოლი ტვ იმედის  კარში ზურა შერმადინმა გაიტანა.

კოტე მიგინეიშვილი, იმედი:„სამწუხაროა რომ დავმარცხდით,თუმცა ეს შედეგი ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა,რადგან ვერ ვივარჯიშეთ სათანადოდ, გუნდი რამდენიმე დღის წინ შეიკრიბა და  სულ რაღაც  ერთი ვარჯიში  ჩავატარეთ.  ჩვენი დაძაბული სამუშაო  გარემოდან  გამომდინარე ვერ ვახერხებთ   სრულფასოვნად მოვემზადოთ თამაშებისთვის. რაც შეეხება თამაშის მსვლელობას,  ვერ  გავიხსენით ვერ ვაჩვენეთ შესაბამისი  თამაში  და როგორც  წესი  თუ ვერ  გაიტან  გაგიტანენ  და  ამ შემთხვევაშიც  ასე  მოხდა.  ჩვენი  გუნდის  მიზანი  ამ  მომენტისთვის უკეთესი მომზადება  და  ოთხეულში თამაშია.“

ნოდო მაჭავარიანი, ვითიბი ბანკი: „ვითიბი ბანკი პირველად  გამოდის სუპერლიგაზე, პირველი თამაში  მოვიგეთ და სამი ქულაც  გავიფორმეთ, რაც ჩვენი  მწვრთნელის და გუნდის თითოეული წევრის დამსახურებაა. ტაქტიკური ყველა დავალება შეასრულა გუნდმა და ვფიქრობ დიდ წარმატებას მიაღწევს წელს ვითიბი ბანკი.“

 

 



  © SBM, 2016-2024