ლიგის გათამაშებაში ვერცხლისა და სუპერლიგის გუნდები ჩაერთვნენ!

ყველა სიახლე
11 ნოემბერი 2018

ლიგის გათამაშებაში ვერცხლისა და სუპერლიგის გუნდები ჩაერთვნენ!

ბიზნესის  ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების გათამაშებაში ვერცხლისა და  სუპერლიგის გუნდები ჩაერთვნენ, პირველი ტურის  შეხვედრებს თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს.

ვერცხლის  ლიგისა და სათამაშო   დღის პირველ შეხვედრაში  ერთმანეთს ენერგო პრო ჯორჯია  და კრედო ბანკი დაუპირისპირდა. უხვგოლიანი შეხვედრა  ფრედ 6:6 დასრულდა.  დაძაბული და  სანახაობრივი  მატჩი  გარდამავალი  უპირატესობით  მიმიდანარეობდა,   აღნიშნულ  შეხვედრაში  „ბანკირების“  რიგებიდან   სამი  გატანილი  გოლით   ლევან  ჩიხრაძე  გამოირჩა.  „ენერგეტიკოსებიდან“კი  ორი  გოლის გატანა გურამ გოგიჩაიშვილმა შეძლო.

დაძაბული და  სანახაობრივი  გამოდგა  შეხვედრა  ლიბერთი ბანკსა და აჭარაბეთს შორის.   მატჩის პირველი  გოლი  ლიბერთი ბანკის  მოთამაშემ გიორგი  ვეშაგურმა 10 მეტრიანი დარტყმით გაიტანა.მალევე  წონასწორობა „ბუკმეიკერთა“ 10 ნომერმა გუგა ქოჩიაშვილმა  აღადგინა,  მეორე  ნახევარში  კი ქოჩიაშვილმა საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, თამაშის ბოლოს წერტილი ირაკლი ჯოგლიძემ დასვა.საბოლოო ანგარიშით მატჩი 3:1 აჭარაბეთის  სასარგებლოდ  დასრულდა.

გიორგი თავთავაძე, ლიბერთი ბანკი: "დავმარცხდით  დღევანდელ  შეხვედრაში, რადგან შანსები ვერ  გამოვიყენეთ, ორჯერ  გვქონდა ერთი-ერთზე  გოლის  გატანის შანსი,თუმცა  ვერ შევძელით. "ვერ გაიტან გაგიტანენ"- ეს კანონი გამართლდა,წავაგეთ, მაგრამ წინ ბევრი შეხვედრაა და  ვეცდებით  გავაუმჯებესოთ  ჩვენი თამაში.“

 დავით ჭეჟია, აჭარაბეთი: „ჩვენ ყოველ თამაშზე გამარჯვებისთვის  ვიბრძოლებთ, პირველი შეხვედრა  ჩავატარეთ  წლევანდელ სეზონში  და მოხარულები ვართ.  უპირატესობას  ვფლობდით  მთელი თამაში  და ეს  შედეგზეც აისახა. ჩვენ გავაგრძელებთ  ბრძოლას  ჩემპიონობისთვის.“ 

დღის  ბოლოს ფუტსალის  ლიგა 2-ს პირველი შეხვედრა  გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს კსუ და პსპ დაუპირისპირდება. 

 



  © SBM, 2016-2024