ფუტსალის ლიგის მორიგი ტური 16 ნოემბერს გაიმართება!

ყველა სიახლე
09 ნოემბერი 2018

ფუტსალის ლიგის მორიგი ტური 16 ნოემბერს გაიმართება!

ფუტსალის ლიგის 2018/19 წლების სეზონის პირველი ტური ბსუ-სა და დინამო სოხუმის მატჩით დასრულდა. ტურის ცენტრალურ შეხვედრაში დინამო სოხუმმა იოლად დაამარცხა ბსუ და სადებიუტო სეზონში პირველი გამარჯვებაც მოიპოვა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთრიკით გიგი მამალაძე გამოირჩა ბსუ-ს გუნდიდან კი ერთადერთი გატანილი გოლი მალხაზ შამილაძის ანგარიშზეა, სათამაშო დღის სხვა მატჩებში  კოლხმა მართვე 5:3 დაამარცხა.თსუმ თბილისს 5:1 მოუგო, TMC თბილისისა და თელასის მატჩი გარკვეული მიზეზების გამო გადაიოდო და რამდენიმე დღეში გაიმართება.  

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის  შემდგომ კომენტარებს

ბაჩანა აბაშიძე, ბსუ: „ამ წაგებას ჩემს თავს დავაბრალებ, რადგან მეტოქეს არ ვიცნობდით ცუდი სტარტი იყო.ვეცდები სამომავლოდ გამოვასწოროთ. რაც შეეხება ჩვენი გუნდის გეგმებს ალბათ ექვსეულისთვის ვიბრძოლებთ, რადგან უფრო მაღალ მიზნებისთვის ბრძოლისთვის საჭიროა მეტი მონდომება და მე ამას ჩემს გუნდში ვერ ვხედავ, თუმცა მაქვს ბიჭების იმედი.“

შოთა ქირია, სოხუმის დინამო: “ძალიან გახარებულები ვართ ამ მოგებით, გვიახარია, რომ მცირე დროში ასეთი შედეგი დავდეთ და ეს ჩვენი მწვრთნელების და ბიჭების დამსახურებაა, ჩვენი გუნდი იბრძოლებს დიდი მიზნებისთვის და სურვილი გვაქვს სამეულში ვითამაშოთ.“

წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს, რომლებიც ერთმანეთს ორ წრედ დაუპირისპირდებიან. პლეი-ოფში თამაშის უფლებას საუკეთესო ოთხეული მოიპოვებს. 1/2 ფინალურ და ფინალურ დაპირისპირებებში გამარჯვებული სამი მოგების შედეგად გამოვლინდება. მეშვიდე-მერვე ადგილზე გასული გუნდები კი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ. ახალ სეზონზე გაზრდილია საპრიზო ფონდიც.

მორიგი ტურის შეხვედრები 16 ნოემბერს გაიმართება.

 

 

 



  © SBM, 2016-2024