ვიცე ჩემპიონმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო!

ყველა სიახლე
09 ნოემბერი 2018

ვიცე ჩემპიონმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო!

თბილისის ოლიმპიურ  სასახლეში ფუტსალის  ლიგის  2018/19 წლების  სეზონმა  სტარტი  კოლხი მართვეს  დაპირისპირებით  აიღო. სათამაშო  დღისა და  სეზონის  სადებიუტო  მატჩში  ვიცე  ჩემპიონმა, მართვე  ქუთაისი დაძაბულ ბრძოლაში  ანგარიშით 5:3 დაამარცხა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით  მიმდინარეობდა, კოლხიც და მართვეც  ხშირად იყვნენ მდევრის როლში უშეღავათო მატჩში კი,  ფორტუნა კოლხი - გულრიფშის  მხარეს  აღმოჩნდა. სათამაშო  დღის სხვა  შეხვედრებში თბილისი  თსუ-ს დაუპირისპირდება დინამო სოხუმი კი ბსუ-ს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის  შემდგომ კომენტარებს

ოთარ ბერეჩიკიძე, მართვე: „წინა სეზონისგან  განსხვავებით   ახალი გუნდი შევიკრიბეთ  რამდენიმე  ფეხბურთელი  დავიმატეთ. სამწუხაროა  რომ  დღევანდელი შეხვედრის  მოგება  ვერ შევძელით.  გარკვეული უპირატესობაც  გვქონდა  მატჩის  განმავლობაში, თუმცა  სასურველ შედეგს  ვერ  მივაღწიეთ, მეტოქემ გამოცდილებით გვაჯობა. წინ მთელი სეზონია   დღეს  პირველი თამაში  იყო, ჩვენი გუნდის  მთავარი მიზანი პლეი-ოფში თამაშია და იმედი სასურველ შედეგს  მივაღწევთ.

ამირან ცხომარია, კოლხი: „პირველი თამაში იყო  მიმდინარე  გათამაშების  და  მოხარულები ვართ  რომ   გამარჯვებით  დავიწყეთ  სეზონი და  დიდი  მიზანი გვაქვს   მოგებებით  გავაგრძელოთ, რადგან  ჩვენი მიზანი პლეი-ოფში თამაშია. მინდა  წარმატება ვუსურვო  თითოეულ გუნდს.“

წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს, რომლებიც ერთმანეთს ორ წრედ დაუპირისპირდებიან. პლეი-ოფში თამაშის უფლებას საუკეთესო ოთხეული მოიპოვებს. 1/2 ფინალურ და ფინალურ დაპირისპირებებში გამარჯვებული სამი მოგების შედეგად გამოვლინდება. მეშვიდე-მერვე ადგილზე გასული გუნდები კი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ. ახალ სეზონზე გაზრდილია საპრიზო ფონდიც.

 



  © SBM, 2016-2024