RS-ის წარმატებული დებიუტი და ჩემპიონის მძიმე გამარჯვება!
ყველა სიახლე04 ნოემბერი 2018
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპინთა ლიგის 2018-19 წ.წ სეზონის პირველი ტური დასრულდა. მიმდინარე გათამაშებისა და დღის პირველ ტურში ერთმანეთს ბრინჯაოსა და ოქროს ლიგის გუნდები დაუპირისპირდნენ.
ოქროს ლიგის პირველი ტურის პირველ შეხვედრაში ვერცხლის ლიგის გამარჯვებულმა და ოქროს ლიგის დებიუტანტმა RS-მა მარტივად დაამარცხა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდი ანგარიშით 5:1 და სეზონი გამარჯვებით დაიწყო.
"ფინანსისტების" რიგებიდან დუბლი დავით მეკოკიშვილმა გაიფორმა, მეტოქე გუნდიდან ერთადერთი გოლის ავტორი ლაშა ბაკურაძე იყო.
დავით იობიძე, SSPS: ”ვერ მოვახდინეთ სწორი კონცენტრაცია და ეს თამაშშიც აისახა, RS საკმაოდ ძლიერი გუნდია, წინა ლიგის გამარჯვებულია და ჩვენ ვერ შევაფასეთ ალბათ ვერც ჩვენი და ვერც მათი ძალები. შევეცდებით უკეთესად ვითამაშოთ მომდევნო შეხვედრები . უკეთესი გუნდები შეგხვდება ამის შემდეგ და ალბათ მოგებებით გავაგრძელებთ.“
დავით მეკოკიშვილი,RS: „დებიუტი იყო ჩვენთვის ოქროს ლიგაში თამაში. ამ გუნდს ვიცნობთ ვერცხლის ლიგიდან საკმაოდ კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენმა მონდომებამ და ძალისხმევამ შეგვაძლებინა, რომ გაგვემარჯვებინა. შემდეგში გვიწვევს უკვე შედარებით ჩვენთვის უცნობ მეტოქეებთან თამაში და შევეცდებით შედეგი დავდოთ."
ოქროს ლიგის პირველი ტური დაძაბული და სანახაობრვი შეხვედრით დასრულდა.სათამაშო დღის ბოლო მატჩში პატრულმა ბაქსვუდი ანგარიშით 3:2 დაამარცხა. მატჩის პირველი წუთები პატრულისთვის წარმატებული გამოდგა, "ძალოვნებმა" შეხვედრის დაწყებიდან ორ წუთში ორი გოლის გატანა შეძლო, თუმცა ბაქსვუდმა ძალების მობილიზება და გათანაბრება მოახერხა. მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე რევაზ ინჯგიამ საკუთარ გუნდს გამარჯვების გოლი მოუტანა.
სანდრო ვაშაკიძე, ბაქსვუდი: „წელს გვინდა რომ ფინალი ვითამაშოთ შარშან სამწუხაროდ მეოთხედფინალს ვერ გავცდით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ფინალი ვითამაშოთ.საკმაოდ ცუდად და მძიმედ დავიწყეთ,მეორე წუთისთვის 0:2ვაგებდით, თუმცა შევძელით მობილიზება, გავათანაბრეთ, ბოლომდე რაღაც გარკვეული უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო, თუმცა ძალები არ გვეყო დავმარცხდით, რევანში შედგა, მაგრამ ყველაფერი წინ არის.
თემურ რაქვიაშვილი, პატრული: „პირველ რიგში ვულოცავ SBM-ს ახალი მეთერთმეტე სეზონის დაწყებას და წარმატებებს ვუსურვებ ამ წარმატებულ პროექტში. შარშან ერთადერთი თამაში წავაგეთ ჯგუფში და ისიც ბაქსვუდთან. ვიცოდით, რომ ტაქტიკური გუნდია, თავიდან კარგად დავიწყეთ ორი გოლი გავიტანეთ , თუმცა შემდეგ ჩვენც დავუშვით შეცდომები, ჩვენი მეტოქე კარგი გუნდია და დარწმუნებული ვარ კარგი შეხვედრები იქნება ოქროს ლიგაში. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი ტიტულის შენარჩუნებაა.
მომდევნო კვირას სეზონს სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის გუნდები დაიწყებენ.