ბრინჯაოს ლიგის დებიუტანტებმა გათამაშება შედეგიანად დაიწყეს!

ყველა სიახლე
04 ნოემბერი 2018

ბრინჯაოს ლიგის დებიუტანტებმა გათამაშება შედეგიანად დაიწყეს!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტი აიღო ბიზნესის ჩემპინთა ლიგის 2018-19 წ.წ სეზონმა. მიმდინარე  გათამაშებისა და დღის, პირველ მატჩში, ერთმანეთს ბრინჯაოს  ლიგის  გუნდები დაუპირისპირდნენ.

პირველი ტურის მორიგ შეხვედრაში ერთმანეთს საქართველოს ბანკი და ICR გაეჯიბრა, მატჩი ICR-ს გამარჯვებით 2:0 დასრულდა, სწორედ ამ  შეხვედრაში  გაიტანა  სეზონის პირველი გოლი JOMA-ს სპორტული ფეხსაცმლით ICR კაპიტანმა  შოთა  ბათილაშვილმა. როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონატის მონაწილე, რომელიც მთელი სეზონის  განმავლობაში ითამაშებს ჯომას სპორტული ფეხსაცმლით და განურჩევლად ლიგისა გაიტანს ყველაზე მეტ გოლს, საჩუქრად მიიღებს ორ ბილეთს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 2019/20 წ.წ სეზონის  ერთ-ერთ მატჩზე. პრიზი  ითვალისწინებს  თამაშზე  დასასწრებ  ორ ბილეთს და  ორ ავიაბილეთს.

შოთა ბათილაშვილი, ICR: "პირველი თამაში  ყოველთვის  დაძაბულობასთან არის  კავშირში და ახლაც  თამაშის  სტარტზე  რაღაცეები არ  გამოგვივიდა, თუმცა შემდეგ  მოვიკრიბეთ ძალები მოვბილიზდით  და მივაღწიეთ  სასურველ შედეგს.რაც  შეეხება  ჯომას  ფეხსაცმლით გატანილ გოლს, ძალიან  მიხარია  რომ  სეზონში  პირველი მოთამაშე  ვარ, რომელმაც  ამ კონკურსის  ფარგლებში გოლი გავიტანე, სხვათაშორის სხვა  ძალიან  კარგ პროდუქციასთან  ერთად  ეს ფეხსაცმელიც აქვს ძალიან კარგი და  JOMA  დამეხმარა  ნამდვილად  ამ  გოლის  გატანაში და  იმედია  ბოლომდე  წინ  ვიქნები. ჩვენი გუნდი ყოველთვის  მოსაგებად თამაშობს  და   მინდა  ყველა თამაში  მოვიგოთ."

მოგებით დაიწყო სეზონი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის  გუნდმა, რომელმაც ლიგის  დებიუტანტი დიპლომატ ჯორჯია დამაჯერებელი ანგარიშის სხვაობით 4:2 დაამრცხა.

 სანდრო ხუციშვილი, დიპლომატ ჯორჯია: „ ჩვენს გუნდს წინასწარი ტაქტიკა ქონდა, თუმცა  უკეთესად შეგვეძლო გადაწყობა  სხვა  ტაქტიკურ  მონახაზზე მას შემდეგ რაც  დავინახეთ, რომ მეტოქე შემტევ ფეხბურთს თამაშობდა.კონკურენტები ძალიან  კარგად  შეთამაშებულები იყვენენ.მაქსიმალურად  ვეცდებით, რომ  შედეგი გავაუმჯებესოთ  და დადებითი ბალანსით გავაგრძელოთ  ასაპრეზობა. ლიგას  ძალიან  კარგი ორგანიზება  აქვს  და  მადლობა  ამისათვის  ორგანიზატორებს. დარწმუნებული ვარ, რომ  საინტერესო და  პროდუქტიული იქნება  თითოეული გუნდისთვის  აქ  მონაწილეობა.“

გიორგი ქინქლაძე,GSE: "მადლობა  მინდა გადავუხადო პირველ რიგში ჩვენს მოწინააღდეგეს, კარგი და  კორექტული თამაშისთვის და  მინდა  წარმატებები  ვუსურვო მათ. ასევე  მადლობა ორგანიზატორებს.  ჩვენი გუნდი სტაბილურად  ჩამოყალიბდა ვარჯიშობთ და იმედი გვაქვს  რომ  შემდეგ  თამაშებში  უფრო უკეთესად  გამოვალთ. ჩვენი მაქსიმუმი მიმდინარე  გათამაშებაში  ბრინჯაოს  ლიგის  მოგებაა და  იმედი მაქვს  ასეც იქნება."

 

 



  © SBM, 2016-2024