#მეთერთმეტე სეზონის სტარტი!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტი აიღო ბიზნესის ჩემპინთა ლიგის 2018-19 წ.წ სეზონმა. მიმდინარე გათამაშებისა და დღის, პირველ მატჩში, ერთმანეთს ბრინჯაოს ლიგის გუნდები დაუპირისპირდნენ.
ზოომარტ-ფიტნეს სთორმა ნაბეღლავს დამაჯერებლი ანგარიშით 4:1 სძლია. სეზონის პირველი გოლი ზოომარტის მოთამაშემ გიორგი გედევანიშვილმა გაიტანა. ნაბეღლავის რიგებიდან კი ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი, ირაკლი ჩალაძე იყო.
თორნიკე ელიზბარაშვილი, ზოომარტ-ფიტნეს სთორი: „წელს ახალი გუნდით გამოვედით და იმედი მაქვს რომ უკეთესად ვიასპარეზებთ. ვიდრე წინა სეზონში, ლიგის ორგანიზებით ძალიან კმაყოფილი ვართ და ვთვლი, რომ რაც უფრო მეტი გუნდი ჩაერთვება უფრო კარგი იქნება. თანაც ჩემპიონატში საკმაოდ მაღალი დონეა,როგორც ორგანიზებით ასევე გუნდების ხარისხით. ჩვენი მიზანი წლევანდელ გათამაშებაში პლეი-ოფში თამაშია. ყველა შემთხვევაში უფრო მაღალ ლიგაში უნდა ვიასპარეზოთ.“
ირაკლი კიკვიძე, ნაბეღლავი: „ძალიან სამწუხაროა, რომ პირველივე თამაშს წააგებ, ჩვენ უკვე მეორე წელია ვასპარეზობთ ჩემპიონატში. გვაქვს გამოცდილება. არაუშავს, ყველაფერი წინ არის. შეხვედრის პირველივე წუთებიდან ვერ დავალაგეთ თამაში, თუმცა ყველაფერი მაგრამ გამოვასწორებთ. ჩვენი გუნდის პროგრამა მინიმუმი,ნახევარფინალში გასვლაა, მაქსიმუმი კი ჩემპიონატის მოგება.“
დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა მიმდინარე გათამაშების მეორე შეხვედრა Mcgill-სა და M2 შორის,მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. „იურისტების“ რიგებიდან დუბლით ბექა წიკლაური გამოირჩა ხოლო M2 მოთამაშეებიდან თითო-თითო გოლი ნიკოლოზ ჯალაღანიასა და ირაკლი ჩხეტიას ანგარიშზეა.
გიორგი წიკლაური,Mcgill: „სეზონის პირველი შეხვედრა ჩვენი გუნდისთვის დაძაბული გამოდგა რაზეც ანგარიშიც მეტყველებს. მეტოქე კარგად მომზადებული იყო ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, ვმეგობრობთ და ამხანაგურ თამაშებსაც ვატარებთ. წლევანდელ გათამაშებაში მეტოქე განსხვავებული შემადგენლობით გამოვიდა,ყველა რგოლში დაბალანსებულია. ვფიქრობ,რომ მაყურებელმაც ისიამოვნა და ჩვენც.ჩვენი მიზანი წლევანდელ გათამაშებაში ამ ეტაპზე, როგორც შარშან ჯგუფური ეტაპის ლიდერობაა.“
ნიკოლოზ ჯალაღანია, m2:„შარშანდელი სეზონიდან გამომდინარე დავაგროვეთ გამოცდილება.გვყავს ახალი მწვრთნელი,რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. ნელ-ნელა წინ მივიწევთ. McGill ლიდერია ამ ლიგის და მათთან ფრეს თამაში ისე რომ შესაძლებლობა გვქონდა მოგვეგო კიდეც, კარგი თამაშია ჩვენთვის. წლევანდელ სეზონში ჩვენი გუნდი წინა სეზონისგან რადიკალურად განსხვავებულია. მწვრთნელმა ბევრი რამ შეცვალა, გუნდისთვის მარტო ფეხბურთი არ არის მთავარი აქ მთავარია პასუხისმგებლობა, ერთმანეთის პატივისცემა და ამას ეხლა ჩვენ ვსწავლობთ.“