საქართველოს ფუტსალის ნაკრები ლატვიის ტურნირის გამარჯვებულია!

ყველა სიახლე
30 ოქტომბერი 2018

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ლატვიის ტურნირის გამარჯვებულია!

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ანატოლი პონომარიოვის სახელობის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.ავთანდილ ასათიანის  გაწვრთნილმა  გუნდმა  მეორე  ამხანაგურ მატჩში მასპინძელ ლატვიის ნაკრებს დამაჯერებელი ანგარიშით 5:2 სძლია.

შეხვედრის გამორჩეული ფეხბურთელი რონინიო  გახდა, რომელმაც ჰეთრიკი შეარსულა.

შეგახსენებთ,რომ ტურნირის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა მოლდოვის ეროვნულ გუნდს 6:2 მოუგო.საქართველოს ნაკრები  4-5 დეკემბერს უნგრეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

აღნიშნული მატჩები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.

მეკარეები
 
ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი)
 
მცველები
 
შოთა თოფურია ( თელასი), გიორგი ქურდაძე (ტატიშვილი), შოთა ჭანუყვაძე (თელასი), მურთაზ კაკაბაძე (ვალეტა, მალტა), თალესი (ეკონომაცი, სერბეთი)
 
თავდამსხმელები
 
ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), სიმი საიოტი (კპრს, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ტატიშვილი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი), რონინიო (პროდექსიმი, უკრაინა), ფუმასა (პროდექსიმი, უკრაინა)
 

 



  © SBM, 2016-2024