საქართველოს ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

ყველა სიახლე
27 სექტემბერი 2018

საქართველოს ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
საქართველოს  ნაკრებმა  24- 25 სექტემბერს გერმანიის  ქალაქ ჰამბურგში ბუნდეს  ნაკრებთან დაგეგმილი ორივე სპარინგ მატჩი მოიგო. ქართველებმა პირველ შეხვედრაში გერმანია 4:2 დაამარცხა, ჩვენი გუნდიდან გოლები რონინიომ, ნიკა კურტანიძემ, სიმი საიოტმა და ირაკლი თოდუამ გაიტანეს.
მეორე ამხანაგური მატჩი ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა დამაჯერებლად 3:1 მოიგო. ანგარიში სიმი საიოტმა გახსნა,ორი გოლი  კი  ირაკლი თოდუასა და ფუმასას ანგარიშზეა. აღნიშნული მატჩები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში  გაიმართა. 
 
ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „მოგებაზე უფრო სასიხარულო გამოსწორებული შეცდომებია,რომელიც პირველ შეხვედრაში დავუშვით, მეორე მატჩში კი გავაანალიზეთ და გამოვასწორეთ. ბევრი რამ გამოვცადეთ,ოთხეულები,პოზიციები,რაღაცამ გაამართლა რაღაცამ არა. კიდევ გავაგრძელებთ მოთამაშების შეთამაშებას და კიდევ გვინდა, რომ სხვა კანდიდატებიც გამოვცადო. დიდი სხვაობაა ადრინდელ და დღევანდელ გერმანიის ნაკრებს შორის, ჩვენც გავიზარდეთ თორე ნამდვილად ვერ მოვუგებდით.“
 
ზვიად კუპატაძე, ნაკრების მეკარე:„ორივე თამაში გერმანიის ნაკრებთან დამაჯერებლად მოვიგეთ. პირველ მატჩში მეტი შეცდომები გვქონდა,რაც მოსალოდნელი იყო,რადგან ბოლო ამხანაგური თამაში 6 თვის წინ ვითამაშეთ და გერმანიასთან მოსამზადებლად სრული შემადგენლობით ვერ შევიკრიბეთ. მეორე თამაშის ხარისხი ძალიან მომეწონა,შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანეთ და უფრო დამაჯერებლად მოვიგეთ, მაგრამ ყველას გვესმის,მსოფლიოზე მოსახვედრად,რომ ვიბრძოლოთ და შანსები რეალური იყოს ყველა თამაშის კომპონენტში უნდა მოვუმატოთ. 5 კაცი ნაკრებს გერმანიაში შევურთდით, გუნდები ჩემპიონთა ლიგის გამო ფეხბურთელებს არ უშვებდნენ, რადგან 2-7 ოქტომბერს ლიგის თამაშები გაიმართება.
რაც შეეხებ გერმანიის ნაკრებს ბოლო წელია ძალიან მოუმატა და საკაოდ კარგი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. შემდეგ თამაშებს ნაკრები 29-30 ოქტომბერს რიგაში გამართავს ლატვიის და მოლდოვის ეროვნულ  გუნდებთან აუცილებელია ამ თამაშებისთვის სრული შემადგენლობით შევიკრიბოთ. თუ საქართველოს ნაკრები 100%იქნება მზად მსოფლიოს შესარჩევისთვის, მაშინ ჩვენი მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა რეალურია, ოღონდ გავიმეორებ ყველა ფეხბურთელმა უნდა გააცნობიეროს,რომ შანსი დიდია და საკუთარ საფეხბურთო ფორმაზე იზრუნოს!"
 
 
ირაკლი თოდუა, ნაკრების ფეხბურთელი: “გერმანიასთან  თამაში მსოფლიო ჩემპიონატისთვის  მოსამზადებელი ეტაპის დასაწყისი იყო,შეძლებისდაგვარად ნაყოფიერად გამოვიყენეთ ეს  ორი თამაში, გარდა ტექნიკურ  და სათამაშო მონახაზზე მუშაობისა  რა  თქმა  უნდა   შედეგიც  მნიშვნელოვანი იყო,  მოვახერხეთ ორივე  თამაშის  მოგება, უნდა აღინიშნოს  რომ გერმანელებს  დიდი პროგრესი აქვთ  და ორი წლის  წინანდელი გუნდისგან განსხვავებით გამართული და  ტაქტიკურად სწორი  ფუტსალი შემოგვთავაზეს. განვაგრძობთ  მზადებას და  დიდი  მადლობა მინდა  ვუთხრა  ფეხბურთის  ფედერაციას."
 
მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის მატჩების ფარგლებში 29-30 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ლატვიაში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას, სადაც ლატვიისა და მოლდოვის ნაკრებებს დაუპირისპირდება
 
 


  © SBM, 2016-2024