ლა ლიგის ორი ბილეთი საუკეთესო ბომბარდირს!
ყველა სიახლე27 სექტემბერი 2018
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა ახალ სეზონს, სიახლით ხვდება. ესპანური სპორტული ბრენდი JOMA და ესპანური La Liga, საქართველოში ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენელთან ერთად, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018-19 წ.წ სეზონის მონაწილეებს სპეციალურ და განსაკუთრებულ წინადადებას სთავაზობს.
ჩემპიონატის მონაწილე, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ითამაშებს ჯომას სპორტული ფეხსაცმლით და განურჩევლად ლიგისა გაიტანს ყველაზე მეტ გოლს, საჩუქრად მიიღებს ორ ბილეთს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 2019/20 წ.წ სეზონის ერთ-ერთ მატჩზე. პრიზი ითვალისწინებს თამაშზე დასასწრებ ორ ბილეთს და ორ ავია ბილეთს.