პატრულის ევროპული ტრიუმფი!

ყველა სიახლე
21 სექტემბერი 2018

პატრულის ევროპული ტრიუმფი!
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის, ოქროს ლიგის ჩემპიონმა საპატრულო პოლიციის გუნდმა სლოვენიაში, ევროპის გაერთიანებული ბიზნეს ლიგის თასზე, სადებიუტო ასპარეზობა ტრიუმფით დაასრულა!
პატრულმა ფინალში, პორტუგალიური "EMPARK" უმძიმეს ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. გიორგი ჭანტურიას საჩემპიონო გასროლა, კი ტურნირის საუკეთესო გოლად აღიარეს!
 
გათამაშების ბომბარდირი 11 გატანილი გოლით პატრულის მოთამაშე რევაზ ინჯგია გახდა. საპატრულო პოლიციის გუნდმა, სპორტული სააგენტო SBM-ის ორგანიზებით და ევროპის გაერთიანებული ბიზნეს ლიგის ოფიციალური მიწვევით, სლოვენიაში, ქალაქ კრანსკა გორაში 15-16 სექტემბერს გამართულ  ევროპის ბიზნეს ლიგის თასზე იასპარეზა. „ქართველმა ძალოვანებმა“ ევროპის ექვსი სხვადასხვა ქვეყნის (სლოვენიის, პოლონეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, პორტუგალიისა და საქართველოს )12 გუნდს შორის,ჩემპიონობა იზეიმეს და ამ გამარჯვებით პირველად საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონები გახდნენ. 
 
ირაკლი ქარჩავა, პატრული: „სლოვენიაში, ევროპის გაერთიანებული ბიზნეს ლიგის თასზე European Football Business Leagues United, რომელშიც საპატრულო პოლიიციის გუნდმა მივიღეთ მონაწილეობა,სპორტული სააგენტო SBM-ის ორგანიზებით განხორციელდა.ტურნირში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის 12 გუნდი. გაიმართა კენჭისყრა, სადაც გუნდები ორ ჯგუფად გადანაწილდა. ჯგუფურ ეტაპზე ძალიან ძლიერ და რთულ მეტოქეებთან მოგვიხდა დაპირისპირება, პირველი შეხვედრაში რუმინელებს დაუპირისპირდით, სადაც პირველი ტაიმი წვაგეთ 1:0 მეორე ტაიმში მოვახერხთ მობილიზება და თამაში 2:1 მოვიგათ. ჩვენს ჯგუფში ამ ტურნირის შარშანდელი ჩემპიონი პორტუგალიაც მონაწილეობდა, რომელიც ფიზიკურად, ინდივიდუალურად და გუნდურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ჯგუფში პორტუგალიელებთან დაპირისპირება ძალისმიერი და უხეში გამოდგა, სადაც  3:1 ვიმარჯვეთ.ერთადერთ მარცხი ბულგარელებთან განვიცადეთ.ჯგუფურ ეტაპზე ხუთი შეხვედრა გამვმართეთ საიდანაც ოთხ შეხვედრაში გავიმარჯვეთ, ექვს  გუნდში მეორე ადგილი დავიკავეთ და 1/4 ფინალში თამაშის უფლება მოვიპოვეთ. 1/4 ფინალში მეორე ჯგუფის მესამე ადგილოსან გუნდს დაუპირისპირდით და 4:2 ვიმარჯვეთ. 1/2 ფინალში მეორე ჯგუფის პირველ ადგილოსან პოლონურ გუნდს დაუპირისპირდით, რომელიც ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოვიდა, პირველი ნახევარი 1:1 დასრულდა, მეორე ნახევის დასაწყისშივე გავიტანეთ და წინ გავედით , მეტოქე გუნდს სხვა გზა არ ქონდა ტაქტიკა შეცვალეს და შეტევაზე გადმოვიდა, 2 ჯერ კონტრშეტევა განვახორციელთ და მეტოქე საბოლოოდ 4:1 დავამარცხეთ. ფინალში ამ ტურნირის ფავორიტ და შარშანდელ ჩემპიონ პორტუგალის გუნდთან მოგვიწია დაპირისპირება. ფინალური შეხვედრა ძალიან სანახაობრივი და საინტერეესო გამოდგა. პირველ ტაიმში უამრავი საგოლე მომენტისა მაინც 0:0 დასრულდა. მეორე ნახევრის დასაწყისში ქარჩავა, ინჯგია, ჭანტურიას ლამაზი კომბინაცია ულამაზესი გოლით დავასრულეთ, რომელიც გამარჯვების მომტანი და  ტურნირის საუკეთესო გოლად აღიარეს. მთლიანობაში ძალიან რთული ტურნირი იყო იმ თვალსაზრისითაც რომ მეტოქე გუნდებზე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდით არ ვიცოდით მოწინააღმდეგე გუნდების სუსტი და ძლიერი მხარეები.  ტრიუმფით დავასრულეთ ტურნირი და გამარჯვებულები დავბრუნდით. ჩვენი გუნდის სახელით მადლობა გვერდში დგომისთვის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, სპორტული სააგენტო SBM-ს და ჩვენს ყველა გულშემატკივარს.“
 
 
რეზი ინჯგია, პატრული: „ზოგადად გამარჯვება მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საერთაშორისო მასშტაბით ხდები გამარჯვებული.საპატრულო პოლიციის გუნდმა საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონობა პირველად მოიპოვა.11გოლით ბომბარდირი გავხდი.განსაკუთრებით ნახევარფინალში გატანილ მეორე და მესამე გოლს გამოვარჩევდი, რადგან ანგარიში 1-1 იყო და  სწორედ ამ დროს გავიტანე ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ორი გოლი. წარმატების მიღწევაში ძალიან დაგვეხმარა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე  ასპარეზობისას მიღებული გამოცდილება. მინდა მადლობა გადავუხადო SBM-ს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ხელმძღვანელს ვინც დაგვეხმარა მიგვეღო მონაწილეობა ამ ტურნირში.“
 
ევროპის გაერთიანებული ბიზნეს ლიგის თასზე მონაწილეობის საშულება ყველა ლიგის ჩემპიონს მიეცემა. 


  © SBM, 2016-2024