ოქროს ლიგის ჩემპიონი საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს!

ყველა სიახლე
14 სექტემბერი 2018

ოქროს ლიგის ჩემპიონი საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის, ოქროს ლიგის ჩემპიონი, საპატრულო პოლიციის გუნდი, სპორტული სააგენტო SBM-ის ორგანიზებით და ევროპის გაერთიანებული ბიზნეს ლიგის ოფიციალური მოწვევით, სლოვენიაში, ქალაქ კრანსკა გორაში 15-16 სექტემბერს გასამართ ევროპის ბიზნეს ლიგის თასზე იასპარეზებს. „ქართველი ძალოვანები“ ევროპის ექვსი სხვადასხვა ქვეყნის 12 გუნდს შორის, საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოლებენ.

სლოვენიის, პოლონეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, პორტუგალიისა და საქართველოს ბიზნეს ლიგების ჩემპიონები და პრიზიორები, ორ ჯგუფად გაიყოფიან.

 ტურნირის პირველ სათამაშო დღეს, ჯგუფური ეტაპის თამაშები გაიმართება და გაირკვევა ის 4-4 გუნდი, რომლებიც 16 სექტემბერს პლეი-ოფში იასპარეზებენ და ჩემპიონ-პრიზიორებს გამოავლენენ.

თამაშები მინი ფეხბურთის ფორმატით, 6/6, ბუნებრივ საფარიან მოედნებზე გაიმართება. ჯგუფური ეტაპის თამაშების ხანგრძლივობა ორი 10 წუთიანი ტაიმისგან შედგება, ხოლო ფინალურ ეტაპზე ტაიმის ხანგრძლივობა 15 წუთი იქნება.

ჩვენი ლიგის ჩემპიონის მეტოქეები, დღეს გასამართ კენჭისყრაზე გაირკვევა.

 



  © SBM, 2016-2024