ოქროს ლიგის შვიდი საუკეთესო ფეხბურთელი!

ყველა სიახლე
03 აგვისტო 2018

ოქროს ლიგის შვიდი საუკეთესო ფეხბურთელი!

პატრული  ოქროს ლიგის  2017/18 წლების  სეზონის ჩემპიონია. საპატრულო დეპარტამენტის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში დიდი ანგარიშის სხვაობით  5:1 დაამარცხა პსპ და ოქროს ლიგის ჩემპიონობა მეორედ იზეიმა.

შეხვედრის პირველი ნახევარი  გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მატჩის 26-ე  წუთზე „ფარმაცევტები“ლევან სარდანაშვილმა დააწინაურა,მალევე წონასწორობა პატრულის ფეხბურთელმა თემურ რაქვიაშვილმა აღადგინა, გიორგი ფურცელაძემ კი 30-ე  წუთზე საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. თითო-თითო გოლი  დავით თავაძის, რევაზ ინჯგიას და გიორგი ჭანტურიას ანგარიშზეა.

„ძალოვანებმა“პირველად ოქროს ლიგა 2015/16 წლების სეზონში მოიგეს.პსპ-ს კი ოქროს ლიგის მოგების შანსი წელს პირველად ჰქონდა.ბიზნესის ჩემპიონთა  ლიგაზე  კი „ფარმაცევტებისთვის“ ეს პირველი წაგებული ფინალია. წლევანდელ გათამაშებაში კი მათ სუპერლიგისა და ლიგის თასის მოგება  შეძლეს.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების  ცერემონიალი  გაიმართა,ოქროს  ლიგის საუკეთესო  მეკარედ  საქართველოს ფოსტას გოლკიპერი გიორგი ემხავარი დასახელდა, საუკეთესო მცველის პრიზი ლევან სარდანაშვილს ერგო,საუკეთესო  თავდამსხმელი რევაზ ინჯგია ხოლო საუკეთესო  უნივერსალი  გიორგი  დვალი გახდა.

საუკეთესო  ასისტენტი რვა შედეგიანი გადაცემით და ტურნირის ბომბარდირი ალიკ სარქისიანი და ნიკოლოზ კოპლატაძე გახდნენ.ოქროს ლიგის  საუკეთესო  მოთამაშის  პრიზი  კი  ჩემპიონი გუნდის  მოთამაშე-მწვრთნელს თემურ რაქვიაშვილს  გადაეცა.   

sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ კომენტარებს.

ლევან  სარდანაშვილი, პსპ:"ძალიან დაძაბული თამაში  იყო,  უპირტესობას  ვფლობდით, თუმცა ანგარიში ვერ შევინარჩუნეთ,რამდენიმე  უხეში შეცდომის  გამო ისეთი გოლბი გავუშვით რამაც ძალიან ცუდი როლი ითამაშა შეხვედრის ბედზე.მივულოცავ მოწინააღმდეგეს დამსახურებულად გაიმარჯვეს. რაც შეეხება ჩემს  საუკეთესო მცველად დასახელებას მიხარია,თუმცა აჯობებდა  ოქროს  ლიგა  მოგვეგო, ახალვე  გავცვლიდი ინდივიდუალურ პრიზში.“

გიორგი ემხვარი, საქართველოს  ფოსტა: „ ჩვენმა  გუნდმა  წლევანდელ  გათამაშებაში მესამე ადგილი დაიკავა, რა  თქმა  უნდა  კმაყოფილები ვართ  თუმცა  შეგვეძლო,  უფრო  დიდი  მიზნებისთვის  გვებრძოლა. რაც  შეეხება  ჩემს ასპარეზობას, საშუალება მქონდა ნახევარფინალურ შეხვედრებში  გაცილებით  უფრო დამაჯერებელი  ვყოფილიყავი და გუნდი გადამერჩინა,იყო შეცდომებიც  და  იყო კარგი თამაშიც.  მიხარია რომ  ოქროს  ლიგის საუკეთესო  მეკარედ დამასახელეს ეს  ჩემთვის სტიმულია, რაც  შეეხება  ოქროს ლიგის  ჩემპიონს,  დღევანდელ  შეხვედრაში და  ზოგადად  სეზონზე  პატრული ძალიან  კარგად გამოიყურებოდა,  დაიმსახურეს  ეს  მოგება  და  მივულოცავ  მათ  ამ  გამარჯვებას.

ირაკლი ქარჩავა, პატრული: „ ძალიან მაგარი განცდაა რომ გავიმარჯვეთ, მინდა დიდი მადლობა გადავუხადეო ჩემს ბიჭებს რომ ყველაფერი გააკეთეს  რათა ეს ტიტული მოგვეპოვებინა, პსპ-თან  ლიგის თასის  ფინალი დავთმეთ და დღეს აუცილებლად რევანში  უნდა  აგვეღო, ძალიან  მიხარია  რომ   ეს  ასეც მოხდა  დიდი  მადლობა გულშემატკივარს  და მეტოქეს ღირსეული თამაშისათვის.“

თემურ  რაქვიაშვილი, პატრული: „ერთ-ერთი ძლიერი გუნდია  პსპ. სტაბილურად  ლიდერობდა  რეგულარულს,ოთხი დღის წინ ლიგის  თასი  დავთმეთ ამ  გუნდთან და აუცილებლად რევანში გვჭირდებოდა. მიხარია რომ სასურველი შედეგი  დავდეთ. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მოვიდნენ და  მხურვალედ მხარი დაგვიჭირეს.მადლობა მინდა გადავიხადო ორგანიზატორებს მსაგვსი ტურნირისთვის და იმ ინდივიდუალური ჯილდოსთვის  რომელიც  მომანიჭეს.გავხდი ოქროს  ლიგის საუკეთესო  ფეხბურთელი ძალიან  მოხარული ვარ და მინდა რომ  ყოველთვის ბოლომდე  დავიხარჯო მოედანზე და  შესაძლებლობების  მაქსიმუმი  გამოვავლინო.“

ზაალ ჩიტალაძე, სპორტული სააგენტო SBM დირექტორი: „მეათე სეზონი განსაკუთრებული იყო,რადგან საიუბილეოა.ბრწყინვალე ფინალი გამოვიდა,  ძალიან ღირსეული ფინალისტებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და პსპ-ს  გუნდმა ძალიან მაგარი მატჩი შემოგვთავაზეს,ჩვენი მიზანია ხალხმა, მოთამაშეებმა, მაყურებელმა  გაიზიაროს  ჯანსაღი ცხოვრების  წესი  და ის  სიხარული  რაც  აქ  არის. შემდეგი სეზონი  უფრო საინტერესო  იქნება, იცვლება  ფორმატი  და ძალიან ბევრი  სიურპრიზი გველოდება.“

ოქროს ლიგის  საჩემპიონო მატჩით  მეათე  საიუბილეო სეზონი დასრულდა. 

 

 

 



  © SBM, 2016-2024