პატრული ოქროს ლიგის ჩემპიონია!
ყველა სიახლეპატრული ოქროს ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჩემპიონია. საპატრულო დეპარტამენტის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში დიდი ანგარიშის სხვაობით 5:1 დაამარცხა პსპ და ოქროს ლიგის ჩემპიონობა მეორედ იზეიმა.
შეხვედრის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მატჩის 26-ე წუთზე „ფარმაცევტები“ლევან სარდანაშვილმა დააწინაურა,მალევე წონასწორობა პატრულის ფეხბურთელმა თემურ რაქვიაშვილმა აღადგინა, გიორგი ფურცელაძემ კი 30-ე წუთზე საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. თითო-თითო გოლი კი დავით თავაძის, რევაზ ინჯგიას და გიორგი ჭანტურიას ანგარიშზეა.
„ძალოვანებმა“ პირველად ოქროს ლიგა 2015/16 წლების სეზონში მოიგეს. პსპ-ს ოქროს ლიგის მოგების შანსი წელს პირველად ჰქონდათ. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე კი „ფარმაცევტებისთვის“ ეს პირველი წაგებული ფინალია. წლევანდელ გათამაშებაში კი მათ სუპერლიგისა და ლიგის თასის მოგება შეძლეს.
ოქროს ლიგის საჩემპიონო მატჩით მეათე საიუბილეო სეზონი დასრულდა.