მეათე სეზონს ოქროს ლიგის ფინალი დაასრულებს!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიური სასახლე 2 აგვისტოს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წწ, საიუბილეო სეზონის დასკვნით მატჩს უმასპინძლებს. ოქროს ლიგის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს პსპ და პატრული დაუპირისპირდებიან.
ოქროს ლიგის ჩემპიონები „ძალოვნები“ პირველად 2015/16 წ.წ სეზონში გახდნენ, პსპ-ს კი პირველად აქვთ შანსი უმაღლესი კორპორატიული ლიგის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლოს.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, „ფარმაცევტებმა“ ორი შესაძლებლიდან, ორივე ფინალის მოგება შეძლეს და სუპერლიგის ჩემპიონობასთან ერთად, ლიგის თასის მოპოვებაც იზეიმეს, სადაც ფინალურ შეხვედრაში, სწორედ საპატრულო პოლიციის გუნდის დამარცხება მოახერხეს, შესაბამისად ხუთშაბათს გასამართ შეხვედრაში, მათი მეტოქე რევანშის აღებას შეეცდება.
და თუ ისე მოხდა, რომ პსპ-მ ოქროს ლიგის მოგებაც შეძლო, გახდება პირველი გუნდი ლიგის 10 წლიან ისტორიაში, რომელსაც ერთ სეზონში სამი ტიტული აქვს მოპოვებული.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის წინა კომენტარებს.
თემურ რაქვიაშვილი, პატრული: „ ვემზადებით ფინალისთვის, პსპ ძალიან ძლიერი გუნდია სტაბილურად ლიდერობდნენ რეგულარულ ჩემპიონატს, ძალიან დაძაბული და მძიმე თამაში იქნება, ლიგის თასისი ფინალის შემდეგ ბიჭები იმედია მოასწრებენ ძალების მობილიზებას და შევეცდებით ოქროს ლიგა და ტიტული მოვიპოვოთ.“
პეტრე ჭიაურელი, პსპ :“ მეტოქე გამოვა ძალიან მოტივირებული, რადგან ამ სეზონზე ბოლო შანსია ეს მათთვის ტიტულის მოგების,შესაბამისად ველოდებით ძალიან დაძაბულ ბრძოლას პატრულთან, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს მესამე ტიტული მოპივოთ და ისტორიულ შედეგს მივაღწიოთ ლიგის ისტორიაში, ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო თამაში იქნება.“
შეგახსენებთ,რომ ფინალური შეხვედრა 2 აგვისტოს 20:30 წუთზე დაიწყება, მატჩზე დასწრება თავისუფალია, დარბაზში მოსულ გულშემატკივარს კი ორგანიზატარებისგან და პარტნიორებისგან სანახაობრივი ფეხბურთის გარდა სახალისო გათამაშება და საინტერესო პრიზებიც ელოდებათ.