ბრინჯაოს ლიგის საუკეთესო შვიდეული!
ყველა სიახლეევროპაბეთი ბრინჯაოს ლიგის 2017/18 წწ სეზონის ჩემპიონია. თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ბრინჯაოს ლიგის ფინალურ შეხვედრას უმასპინძლა. დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში ევროპაბეთმა კრედო ბანკი მინიმალური ანგარიშის სხვაობით 2:1 დაამარცხა და ბრინჯაოს ლიგის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
შეხვედრის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, თუმცა მეორე ნახევრის პირველ წუთზე „ბუკმეიკერთა“კაპიტანმა გოგა მამარდაშვილმა საკუთარი გუნდი დააწინაურა, მატჩის 32-ე წუთზე კი მიხეილ ლობჟანიძემ უპირატესობა ორ ბურთიანი გახადა.განსაკუთრებით დაძაბული მატჩის ბოლო ორი წუთი აღმოჩნდა, როდესაც ევროპაბეთის ფეხბურთელმა თორნიკე ქორჩილავამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა, თუმცა „ბანკირებმა“ ანგარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლეს.
ევროპაბეთი ლიგაზე 2014/15 წლების სეზონიდან ასპარეზობს.სადებიუტო სეზონში„ბუკმეიკმერები“ ოქროს ლიგის ფინალში დამარცხდნენ, გასულ სეზონში კორპორატიული თასის ფინალი კი პატრულთან დათმეს.
კრედო ბანკისთვის ეს მეორე წაგებული საჩემპიონო მატჩია,"ბანკირებმა" ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე პირველად 2013/14 წლების სეზონზე იასპარეზა. 2015 წელს კი ვერცხლის ლიგის ფინალი წააგო.
დარბაზში მოსულ გულშემატკივარს ლიგის ორგანიზატარებმა და პარტნიორებმა სანახაობრივი ფეხბურთის გარდა სახალისო გათამაშებაც შესთავაზეს. მატჩის დასრულების შემდეგ კი დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა, რომელშიც მეათე საიუბილეო სეზონის ვერცხლის ლიგის შვიდი საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა.
საუკეთესო მეკარის პრიზი McGill-ის გოლკიპერს ალექსანდრე ჯავახიშვილს ერგო, საუკეთესო მცველად ევროპაბეთის ფეხბურთელი ვახტანგ ფოლადაშვილი დასახელა. კროკობეთის ერთ-ერთ ლიდერს ლევან კოპალიანს გადაეცა საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი, საუკეთესო უნივერსალი კი მიხეილ ლობჯანიძე გახდა, რომელმაც ფინალურ მატჩში გამარჯვების გოლის გატანაც შეძლო. საუკეთესო ასაისტენტი კრედოს კაპიტანი ლევან ჩიხრაძეა, 28 გატანილი გოლით ბომბარდირობა კრედოს მოთამაშემ ვალერი ზანგურმა გაიფორმა. ლიგის საუკეთესო მოთამაშედ კი ევროპაბეთის კაპიტანი გოგა მამარდაშვილი დასახელდა. სეზონის ნომინანტებს GT group-გან სპეციალური საჩქრები გადაეცათ.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს.
რატი იმერლიშვილი, კრედო: “პირველ რიგში მივულოცავ გამარჯვებულებს, ფინალია ყველაფერი ხდება, წაგების მიზეზი უვარჯიშებელი გუნდი იყო, თამაშიდან თამაშამდე ვერ ვახერხებდით ვარჯიშს და ამ პირობებში რთულია ტონუსში იყოს ფეხბურთელი. იყო რამდენიმე მომენტი რომელიც ვერ გამოვიყენეთ.“
ვალერი ზანგური, კრედო: „მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო პირველ ტაიმში გვქონდა რამდენიმე მომენტი, თუმცა ვერ გამოვიყენეთ მეორე ტაიმის დაწყებიდან პირველივე წუთზე გაგვიტანეს გოლი და ეს აღმოჩნდა გარდამტეხი ალბათ. დამსახურებულად მოიგო მოწინააღმდეგ და მივულოცავ ამ გამარჯვებას.“
გოგა მამარდაშვილი, ევროპაბეთი: „გუნდი ძალიან კარგ ფორმაში იყო, ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც,ვფიქრობ გამოცდილების ხარჯზე დავამარცხეთ მეტოქე. ძალიან ლამაზი, კარგი თამაში გამოვიდა, მადლობა კრედოს და მადლობა ჩემს ბიჭებს. ინდივიდაულური ჯილდოები სასაიმოვნოა, მოხარული ვარ,რომ საუკეთესო ფეხბურთელიგავხდი, თუმცა ჩემპიონობა უფრო მნიშვნელოანი იყო ჩემთვის.“
მიხეილ ლობჟანიძე, ევროპაბეთი: “ძალიან ლამაზი ტურნირია,კარგად ორგანიზებული, ძლიერი გუნდებით და ასეთ ლიგაში გამარჯვება ძალიან სასაიმოვნოა. ჩემპიონობის გარდა პირადად მე საუკეთესო უნივერსალის პრიზი გადმომეცა, ორმაგად სასიხარულოა და მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, განსაკუთრებით კი ჩვენს გულშემატკივარს.“