"ევროპაბეთი" ბრინჯაოს ლიგის ჩემპიონია!

ყველა სიახლე
30 ივლისი 2018

ევროპაბეთი ბრინჯაოს ლიგის 2017/18 წწ სეზონის ჩემპიონია. თბილისის ოლიმპიურმა  სასახლემ  ბრინჯაოს  ლიგის ფინალურ შეხვედრას უმასპინძლა.   დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში ევროპაბეთმა კრედო ბანკი მინიმალური ანგარიშის სხვაობით 2:1დაამარცხა და ბრინჯაოს  ლიგის  ჩემპიონის  ტიტულს  დაეუფლა.

 შეხვედრის პირველი ნახევარი  გატანილი გოლების  გარეშე  დასრულდა, თუმცა მეორე  ნახევრის  პირველ წუთზე  „ბუკმეიკერთა“  კაპიტანმა   გოგა  მამარდაშვილმა  საკუთარი გუნდი დააწინაურა, მატჩის 32-ე წუთზე კი მიხეილ ლობჟანიძემ უპირატესობა ორ ბურთიანი გახადა.განსაკუთრებით დაძაბული მატჩის ბოლო ორი წუთი აღმოჩნდა, როდესაც ევროპაბეთის ფეხბურთელმა თორნიკე ქორჩილავამ ბურთი საკუთარ კარში  ჩაჭრა, სხვაობა მინიმუმადე  შემცირდა, თუმცა „ბანკირებმა“ ანგარიშის  გათანაბრება  ვეღარ შეძლეს.

 

ევროპაბეთი ლიგაზე 2014/15 წლების სეზონიდან ასპარეზობს.სადებიუტო სეზონში„ბუკმეიკმერები“ ოქროს ლიგის ფინალში დამარცხდნენ, გასულ სეზონში კორპორატიული თასის  ფინალიკი პატრულთან  დათმეს.

კრედო ბანკისთვის ეს  ფინალი  მეორე წაგებული საჩემპიონო მატჩია, "ბანკირებმა" ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე პირველად 2013/14 წლების სეზონზე იასპარეზა. 2015 წელს კი  ვერცხლის  ლიგის ფინალი წააგო.

 

 



  © SBM, 2016-2024