საკვალიფიკაციო ლიგა ვითიბი ბანკმა მოიგო!

ყველა სიახლე
29 ივლისი 2018

საკვალიფიკაციო ლიგა ვითიბი ბანკმა მოიგო!

საკვალიფიკაციო ლიგის  გამარჯვებული ვითიბი ბანკი გახდა! „ბანკირები“ სეზონის ბოლო შეხვედრაში, საქართველოს სახელმწიფო ენერგო სისტემის გუნდს დაუპირისპირდა და დამაჯერებელი ანგარიშით 7:1 დაამარცხა მეტოქე. აღსანიშნავია,რომ ლიგაზე გუნდმა უდანაკარგოდ  იასპარეზა, ვითიბი ბანკის  ანგარიშზე  ცხრა თამაშიდან რვა მოგება და ერთი ფრეა.

საკვალიფიკაციო ლიგაში სულ 10  გუნდი მონაწილეობდა,საიდანაც ექვსი ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ლიგის პლეი-ოფს მიღმა დარჩენილი გუნდები იყო, ოთხი კი დებიუტანტი. 

"საკვალიფიკაციო ლიგის გამარჯვებულები გავხდით, ლიგაზე  გუნდმა  კარგი შედეგი აჩვენა თითქმის  ყველა  შეხვედრაში ვიმარჯვეთ, მივულოცავ ჩემს გუნდს და ვითიბი ბანკს ამ გამარჯვებას, მოხარული ვარ რომ ტიტული გადმოგვეცა და ჩვენის მხრივ გავხდით საკვალიფიკაციო ლიგის  გამარჯვებულები.“- აღნიშნა ვითიბი ბანკის  გუნდის  კაპიტანმა  ნოდარ მაჭავარიანმა sbm.ge-სთან  საუბრისას.

 



  © SBM, 2016-2024