"პსპ"ლიგის თასის მფლობელი პირველად გახდა!
ყველა სიახლეპსპ ლიგის თასის 2017/18 წლების სეზონის გამარჯვებულია! თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ლიგის თასის მიმდინარე გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც პსპ-მ პატრულს დამაჯერებლად 6:1 სძლია და 2017/18 წლის სეზონში ზედიზედ მეორე ჯილდო მოიპოვა. პატრული თასის მოქმედი მფლობელი იყო პსპ-ს კი აღნიშნული ტიტული აქამდე არასდროს მოუპოვებია. ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, ლიგის თასის საუკეთესო მოთამაშედ პსპ ფეხბურთელი ნიკოლოზ კოპლატაძე დასახელდა გათამაშების ბომბარდირი კი ასევე პსპ-ს შემტევი ნიკოლოზ კურტანიძე გახდა.
პსპ და პატრული ერთმანეთს ოქროს ლიგის ფინალშიც დაუპირისპირდებიან, "ფარმაცევტები“ ლიგის ისტორიაში პირველად ზედიზედ მესამე ტიტულის მოპოვებას,პატრული კი რევანშს შეეცდება.
sbm.ge გთვაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
გიორგი ფურცელაძე,პატრული:“საინტერესო ფინალი გამოვიდა იყო შეცდომები რამაც განაპირობა მოწინააღმდეგე გუნდის გამარჯვება. ვთვლი რომ პსპ-მ დამსახურებულად და ღირსეულად მოიპოვა თასი და მინდა მივულოცო მათ. ოქროს ლიგის ფინალი გვაქვს 2 აგვისტოს სათამაშო,ჩვენი მეტოქე ისევ პსპ იქნება და აუცილებლად ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის.“
ნიკოლოზ კოპლატაძე, პსპ: “ძალიან დიდი სიხარულია ჩემთვის ზედიზედ მეორე ჯილდოს მოპოვება და თასის აღება. საინტერესო ფინალი გამოვიდა, პატრულს ვეთამაშებით ოქროს ლიგის ფინალშიც, რა თქმა უნდა ვიბრძოლებთ ისტორიული შედეგისთვის და შევეცდებით წლევანდელ სეზონში მესამე ტიტულიც მოვიპოვოთ. ასევე მოხარული ვარ, რომ საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადმომეცა, ეს ჩემთვის დამატებითი სტიმულია.“
მირიან მირგანტია,პსპ: „რთული თამაში იყო, ანგარიშმა არ უნდა მოგვატყოს, პატრული ძალიან ძლიერი გუნდია ოქროს ლიგის ფინალშიც დღევანდელი თამაშის შემდეგ უფრო მოტივირებულები გამოვლენ და ეცდებიან რომ 2 აგვისტოს არ წააგონ, თუმცა ჩვენც ძალიან მონდომებულები ვართ და გვაქვს უდიდესი სურვილი სეზონში ზედიზედ სამი ტიტულის მოპოვების.
ოქროს ლიგის ფინალური შეხვედრა 2 აგვისტოს 20:30 გაიმართება.