"ფარმაცევტების" ზედიზედ მეორე გამარჯვება- ლიგის თასი პსპ-მ მოიგო!

ყველა სიახლე
29 ივლისი 2018

პსპ ლიგის  თასის 2017/18 წლების  სეზონის  გამარჯვებულია! თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ლიგის თასის მიმდინარე გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც  პსპ-მ პატრულს დამაჯერებლად 6:1 სძლია და 2017/18 წლის  სეზონში  ზედიზედ  მეორე  ჯილდო მოიპოვა.  პატრული  თასის მოქმედი მფლობელი  იყო  პსპ-ს  კი აღნიშნული  ტიტული  აქამდე არასდროს მოუპოვებია.

 ფინალური მატჩის  დასრულების  შემდეგ  დაჯილდოების  ცერემონიალი  გაიმართა, ლიგის  თასის საუკეთესო მოთამაშედ პსპ ფეხბურთელი ნიკოლოზ კოპლატაძე დასახელდა  გათამაშების  ბომბარდირი კი  ასევე  პსპ-ს  შემტევი ნიკოლოზ კურტანიძე  გახდა.

 პსპ და  პატრული  ერთმანეთს ოქროს  ლიგის  ფინალშიც  დაუპირისპირდებიან, "ფარმაცევტები:ლიგის  ისტორიაში  პირველად ზედიზედ მესამე  ტიტულის მოპოვებას,პატრული კი რევანშს  შეეცდება.

 ოქროს  ლიგის  ფინალური შეხვედრა  2  აგვისტოს 20:30 გაიმართება.  

 

 



  © SBM, 2016-2024