ბრინჯაოს ლიგა- ჩემპიონობისთვის კრედო და ევროპაბეთი იბრძოლებენ...

ყველა სიახლე
29 ივლისი 2018

ბრინჯაოს ლიგა- ჩემპიონობისთვის კრედო და ევროპაბეთი იბრძოლებენ...

30 ივლისს თბილისის  ოლიმპიური სასახლე  ბრინჯაოს  ლიგის  2017/18 წწ სეზონის  ფინალურ  შეხვედრას უმასპინძლებს.ჩემპიონობისთვის კრედო ბანკი და ევროპაბეთი იბრძოლებენ.არცერთ  გუნდს  ბიზნესის ჩემპიონთა  ლიგაზე ტიტული ჯერ არ მოუგია.

ევროპაბეთი ლიგაზე 2014/15 წლების სეზონიდან  ასპარეზობს, „ბუკმეიკმერებმა“  2015 წელს  ოქროს  ლიგის  ფინალში  დამარცხდნენ, 2016 წელს ბრინჯაოს  ლიგა  მოიგეს  და  ვერცხლის  ლიგაში  გადავიდნენ, სადაც მესამე ადგილი დაიკავეს. ხოლო ამავე  სეზონში  კორპორატიული თასის  ფინალი პატრულთან  დათმეს. კრედო ბანკმა  ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე პირველად 2013/14 წლების სეზონზე იასპარეზა. 2015 წელს კი  ვერცხლის  ლიგაზე მეორე ადგილი დაიკავა.

Sbm.ge  მატჩის  წინ მოთამაშეებს  გაესაუბრა

ვალერი ზანგური, კრედო: „ვინაიდან გუნდი დაკომპლექტებულია ძირითადად რეგიონებიდან (კრედოს სხვადასხვა ფილიალებიდან),გვიძნელდება შეკრებები დაამიტომ ყველას ინდივიდუალურად გვიწევს მომზადება ყოველი თამაშისთვის, ჩვენი პლიუსი უფრო გუნდური თამაში და ბრძოლისუნარიანობაა. პირველ სეზონს ვატარებთ ბიზნეს-ლიგაზე და პირველივეზე ფინალი ფანტასტიკური შედეგია, მაგრამ ცხადია ეს ჩვენთვის მაქსიმუმი არ არის, მოწინააღმდეგე გუნდის პატივისცემის მიუხედავად უშანსოდ ნამდვილად არ ვართ და თითოეული ჩვენგანი მხოლოდ მოსაგებად გავალთ.კრედოს  ფილიალებში დიდ ინტერესს იწვევს 30 ივლისის სათამაშო ფინალი, იმედი მაქვს ტრიბუნიდან ბევრი თანამშრომელი გვიგულშემატკივრებს. „ევროპაბეთი“საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი გუნდია.ვისურვებდი მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო და დაძაბული ფინალი იყოს და ღირსეულმა გაიმარჯვოს, ჩვენს  გუნდს კი რევანშის აღება სურს.“

გოგა მამარდაშვილი, ევროპაბეთი: “თამაშისთვის ვემზადებით სრული შემართებით, ვართ მაქსიმალურად მობილიზებულები. გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია. ჩვენს სადებიუტო სეზონზე ოქროს ლიგის ფინალში გასვლა მოვახერხეთ, რაც დიდი წარმატება იყო.  წინა წლებში ორჯერ ვიყავით ფინალში, სამწუხაროდ ორივე დავთმეთ. რაც შეეხება მეტოქეს, კრედოს ჰყავს საკმაოდ ძლიერი გუნდი და ვფიქრობ, საინტერესო და დაძაბული ფინალი გველოდება. თუმცა ჩვენ გვაქვს მეტი გამოცდილება, შევეცდებით პირველ ნომრად ვითამაშოთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე და ვფიქრობ, შედეგს აუცილებლად მივაღწევთ, გამოვიყენებთ შანს და გავახარებთ ჩვენს გულშემატკივარს.

ფინალური მატჩი  30 ივლისს 20:30 წუთზე დაიწყება.

 

 



  © SBM, 2016-2024