წლის დასასრული, კორპორატიული ლიგის გუნდების შესრულებით

ყველა სიახლე
23 დეკემბერი 2016

წლის დასასრული, კორპორატიული ლიგის გუნდების შესრულებით

25 დეკემბერს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის პირველი ნახევრის დასკვნითი სათამაშო დღე გაიმართება, რომელსაც ტრადიციულად თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

წინასაახალწლოდ კალენდარული ტურის შეხვედრებს კორპორატიული ლიგის გუნდები გამართავენ.

კვირა დღეს ვერცხლის ლიგის VI ტურის შეხვედრებით აიღებს სტარტს. პირველები პარკეტზე ბანკი რესპუბლიკისა და დომინოს პიცის გუნდები გამოვლენ. ეს უკანასკნელი კვლავ ერთადერთ გუნდად რჩება ლიგაში, რომელსაც ჯერ ქულაც არ აქვს მოპოვებული. მომდევნო შეხვედრას გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს ბანკი გამართავს, რომლის მეტოქეც ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი მინა იქნება. ბოლო თამაშებში მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, წარმატებული სერიის გაგრძელებას ეცდება შემოსავლების სამსახურის გუნდი. მისი მოწინააღმდეგე საკმაოდ უხერხული მეტოქე, სავაჭრო ცენტრ კუბიკის გუნდი იქნება. დაკარგული ქულების და წარუმატებელი მატჩების შემდეგ, სატურნირო ცხრილში პოზიციების გასამყარებლად მოუწევთ ბრძოლა ლიბერთი ბანკისა და აჭარა ჯგუფის გუნდებს. ამ უკანასკნელს ჯერ გამარჯვებაც არ აქვს მოპოვებული და ზურგს მხოლოდ ორი საყაიმო ანგარიში უმაგრებს. წინა ტურის მთავარი სენსაციის ავტორი ელიტა ბურჯი, სატურნირო ცხრილში 6-9 ადგილების თანამოზიარეს, საქრუსენერგოს დაუპირისპირდება. VI ტურს, ზედა ხუთეულში მყოფი ავერსისა და ევროპაბეთის დაპირისპირება დაასრულებს.

25.12.2016. ვერცხლის ლიგა. VI ტური

11:00 ბანკი რესპუბლიკა - დომინოს პიცა

12:00 საქართველოს ბანკი - მინა

13:00 კუბიკი - RS

14:00 აჭარა ჯგუფი - ლიბერთი ბანკი

15:00 ელიტა ბურჯი - საქრუსენერგო

18:00 ავერსი - ევროპაბეთი

 

წლის ბოლოს V ტურის შეხვედრები გაიმართება ოქროს ლიგაში.

პირველივე შეხვედრაში ერთმანეთს ტრადიცული მეტოქეები, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და ნატახტარის გუნდები დაუპირისპირდებიან. სატურნირო ცხრილში ხუთ საფეხურიანი სიშორის მიუხედავად, სხვაობა 3 ქულას შეადგენს და ნატახტარის ფეხბურთელებს შანსი აქვთ, წლის ბოლოს დაკარგული პოზიციები დაიბრუნონ. სერიოზული გამოწვევა ელის მოქმედ ჩემპიონს და გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს: პატრულის მეტოქე საქართველოს ფოსტის გუნდი იქნება.  პირველი სამი ქულისთვის იბრძოლებს თავდაცვის სამინისტროს გუნდი „სარანგი“. „ძალოვნები“, „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის“ საკმაოდ ძლიერ გუნდთან შეეცდებიან სადებიუტო წელი პოზიტიურ ნოტაზე დაასრულონ. ლიგის აუტსაიდერი Menu.ge იქნება სფფ-2-ის მეტოქე. 2016 წლის ბოლო სათამაშო დღეს კი ვითიბი ბანკისა და თბილისის მერიის გუნდების დაპირისპირება დაასრულებს. განსვავებით „ბანკირებისგა“, რომლებსაც 6 ქულით  მეექვსე პოზიცია უკავიათ, „დედაქალაქის თავებს“ ჯერ ქულაც არ აქვს აქტივში.

25.12.2016. ოქროს ლიგა. V ტური

16:00 TTC - ნატახტარი

17:00 პატრული - საქ. ფოსტა

19:00 სარანგი - GWP

20:00 სფფ-2 – Menu.ge

21:00 ვითიბი - თბილისის მერია

 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, სასტუმრო BELLA COSTA

მედია პარტნიორები: რადიოები, „თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

 



  © SBM, 2016-2024